კახა კუკავა: საქართველოში არასამართლიანი და არათავისუფალი არჩევნები ჩატარდა და პარლამენტის არჩეული შემადგენლობა ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს
თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და შედეგები ხალხის ნებას არ გამოხატავს.