World News in Georgian
Май
2017

Новости за 26.05.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

მიშა რომ იყოს ქვეყნის ხელმძღვანელი… სასწაულებს გავაკეთებდი – ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოს მაჟორიტარობის სურვილს გამოთქვამს და მისი განვითარების ხედვებს გაგვაცნობს. გთავაზობთ ტელეწამყვანის FaceBook პოსტს: “მიშა რომ იყოს ქვეყნის ხელმძღვანელი, წყალტუბოს მაჟორიტარი ვიქნებოდი და სასწაულებს გავაკეთებდი აქ. თავისი ფესტივალებით, მადრიდის ბაზრებით, უნივერსიტეტებით და კამპუსებით. ვაახ!  ველოსიპედით, პარკში სეირნობებით და… ყველაფერს არ მოგიყვებით,” – წერს ნანუკა.

News.ge 

"დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა"

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

News.ge 

მელანია ტრამპის მოსასხამმა ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო (ფოტო)

ტელეკომპანიის ცნობით, სანამ G7 ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, მეუღლეებმა სიცილიის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

News.ge 

გიორგი კვირიკაშვილი: 26 მაისი ძალიან ძვირფასი დღეა ჩვენთვის (ვიდეო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. მთვრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული დღესასწაული მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, მთელ საქართველოს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

დამოუკიდებლობის დღე აფხაზეთის ადმინიტრაციულ საზღვართან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდის რაიონის სოფლებშიც აღნიშნეს. ღონისძიებები აფხაზეთის ადმინიტრაციულ საზღვართან, სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან პანტონიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით გამართულ მშვიდობის აქცია-პერფორმანსით დაიწყო. აქციას ადგილობრივი მთავრობის პირველი პირები და ახალგაზრდები შეუერთდნენ.

News.ge 

პაოლო ალი: ნატო აცნობიერებს, რომ საქართველოს დაცვა, ევროპის დაცვას ნიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

News.ge 

"ინტერნეტი აღმოჩნდა უძლიერესი ინსტრუმენტი ტერორისტული მიზნებისთვის" - G7 ინტერნეტ-პროვაიდერებსა და სოციალური ქსელების კომპანიებს მიმართავს

"დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა ინტერნეტ-პროვაიდერებსა და სოციალური ქსელების კომპანიებს მოუწოდეს, ექსტრემისტული კონტენტის აღმოსაფხვრელად ძალისხმევა გაააქტიურონ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

News.ge 

26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის დედის განცხადებით, მანქანას, რომელიც მის შვილს დაეჯახა, ნინო ბურჯანაძის ვაჟი მართავდა

მთელი საქართველო იქ იყო, ყველამ დაინახა, ვინ გაიტანა ჩემი შვილი. ქუჩაზე გადადიოდნენ დათო და ერთერთი მომიტინგე, ზუსტად მაშინ გამოვარდა დედას ადევნებული შვილი.

News.ge 

ბურჯანაძე: რომ არა 2011 წლის 26 მაისი, სააკაშვილი დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა

”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისი ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“ გაიხსენა.

News.ge 

G7 ლიდერებმა ტერორიზმთან ბრძოლის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

"შვიდეულის" ლიდერებმა, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ და ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან კლოდ იუნკერმა აღნიშნულ დოკუმენტს ტელეკამერების წინაშე მოაწერეს ხელი.

News.ge 

"სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის და გუნდში ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს"

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.

Radiotavisupleba.ge 

იბრაჰიმ ალ-ქუნი - უდაბნოს მწერალი

ერთ-ერთი მონაწილე თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა, რომელიც 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება, იქნება ლიბიელი მწერალი იბრაჰიმ ალ-ქუნი.

Radiotavisupleba.ge 

აკრძალული სიამოვნება

ანტიალკოჰოლური კამპანია, დევიზით “სიფხიზლე ცხოვრების ნორმაა”, რომელიც 1985 წლის 16 მაისს დაიწყო, დღეს მიხეილ გორბაჩოვის “პერესტროიკის”, და ე.ი. კომუნისტური სისტემის ნგრევის, პირველ ეტაპადაა მიჩნეული. ეკრანებიდან მოხსნეს ისეთი პოპულარული ქართული ფილმები, როგორებიცაა “არ იდარდო”, “გიორგობისთვე”, “ქალაქი ანარა”... გაიმართა საჩვენებელი “უალკოჰოლო ქორწილები”, რაც ქართულ კულტურულ სივრცეში ანომალიად აღიქმებოდა. რა როლს ასრულებს ”სიამოვნება” ქართულ კულტურაში, რას წარმოადგენს ქართული სუფრა და შესაძლებელია... Читать дальше...

News.ge 

თავდაცვის მინისტრმა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მონაწილეობა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მიიღეს.

News.ge 

ნატო ჩხეიძე: კონსტიტუციაში წერია: 9 აპრილი არის დამოუკიდებლობის დღეო. ჩვენ მაინც 26 მაისს ავღნიშნავთ

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

News.ge 

ირაკლი კობახიძე საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე – პირდაპირი ეთერი

26 მაისი – საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე.   ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე#26მაისი#ესდღეჩვენია Posted by Giorgi Kvirikashvili on 2017 წლის 26 მაისი, პარასკევი

News.ge 

კახა კალაძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შვილებთან ერთად მივიდა (ფოტოები)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის 26-ე წლისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე შვილებთან ერთად მივიდა.

News.ge 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

წარმოდგენილია გურამ ახალაიას პირად კოლექციაში დაცული 1712-2017 წლებში დასტამბული ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები, მათ შორის, ქართული გამოცემები 1712 წლიდან დღემდე მთლიანად და პოემის თარგმანები 51 ენაზე.

News.ge 

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 15 ავღანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთში ყანდაღარის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 15 ავღანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ განახორციელა.