World News in Georgian
Июль
2017

Новости за 16.07.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ლეილა მუსტაფაევამ ჯობია თვითონ მიაყენოს, სანამ საზღვრის იქით მიაბრძანეს!”- ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევას შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “ლეილა მუსტაფაევა რას ჩამოგვიჯდა აქ ულუარსაბო დარეჯანივით?! წავიდეს და ევროპულ ბაქოში დააწიოკოს პოლიცია! ცოტას ხომ არ ურიკინებს?! ვინ უნდა გადადგეს?! ჯობია, თვითონ მიაყენოს, სანამ საზღვრის იქით მიაბრძანეს!– წერს მძინარაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აცნობა. სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას  NBA- ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა. ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის... Читать дальше...

News.ge 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აცნობა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

გავიღვიძე და ავტობუსი უკვე ამოყირავებული იყო – ერთ-ერთი მშობელი შემთხვევის დეტალებს იხსენებს (ვიდეო)

ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის ერთ-ერთი წევრის მშობელი „მოამბესთან“ ავარიის დეტალებს იხსენებს. როგორც მაკა ბიჩინაშვილმა განაცხადა, ავარიის დროს ავტობუსში ყველას ეძინა. მისივე ინფორმაციით, ანსამბლი თბილისიდან ბულგარეთში მიდიოდა. „ბულგარეთში მივდიოდით. საბაჟოდან 02:00 საათზე გამოვედით, ავარია დაახლოებით 6-ის წუთებზე მოხდა, უკვე თენდებოდა. მეძინა და რომ გამოვიღვიძე, მივხვდი ავარიაში ვიყავით მოხვედრილი. შემდეგ გავითიშე და სხვა დეტალები აღარ […]

News.ge 

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაპიზონის საკონსულოში იმყოფებიან

მას შემდეგ რაც ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან შეგროვდებიან, მათ საქართველოში გადმოიყვანენ.

News.ge 

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი: ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა საქართველოში, ან ევროპაში აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი

ევროპარლამენტარი დღეს დემირელის სახელობის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს გლდანის ციხეში შეხვდა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

“Gem Fest 2017”-ზე 7000 ტურისტი უკვე ჩამოვიდა და მათი როცხვი 50 ათასამდე გაიზრდება – გიორგი სიგუა

„Gem fest 2017“ ოფიციალურად გაიხსნა. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში სხვადასხვა ღონისძიებებით დახვდნენ. მთავარი სცენა კი უცხოელმა შემსრულებლებმა დაიკავეს. ფესტივალის ორგანიზატორის განცხადებით, ერთ თვიანი ღონისძიებისთვის ყველაფერი მზადაა და სამეგრელოს უკვე ეწვია 7 ათასი ტურისტი. გიორგი სიგუა ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა ფესტივალის მიმდინარეობის დროს 50 ათასამდე გაიზრდება. გახსნის საღამო განმუხურში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

News.ge 

"ეს საქმეები არის ტვირთი ქვეყნის იმიჯისთვის" - ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეების შესახებ საუბრობს

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის და დემირელის სახელობის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეების შესახებ საუბრობს.

News.ge 

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი: საქართველოს მთავრობამ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში არ უნდა დააბრუნოს

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი დემირელის სახელობის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს გლდანის ციხეში ხვდება.

News.ge 

"თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა ახლa"

განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.