World News in Georgian
Июль
2017

Новости за 12.07.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

სამარშრუტო ტაქსის დაყაჩაღების მცდელობა თბილისში

ინციდენტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე #102 სამარშრუტო ტაქსის დაყაჩაღებას მისივე მგზავრი ცდილობდა. მძღოლის განცხადებით თავდამსხმელმა მას თანხა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რა დროსაც მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, მძღოლმა  საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება ძარცვის მუხლით. ფოტო და ინფორმაცია “რუსთავი2”

News.ge 

ამ დრომდე უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე

როგორც ჟურნალისტებს სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ოთარ აბესაძეს ემოციური ფონის გამო დამამშვიდებლები აქვს მ/იღებული

News.ge 

რუსული მედია: ვინ არის ვლადიმერ პუტინის უცნობი მგზავრი

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა «Газете.Ru» განუცხადა, რომ მანქანაში სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი იჯდა.

News.ge 

"ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახიან"

გამოძიება მას ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარის აღებას ედავება. ბრალი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

News.ge 

დავით უსუფაშვილი: მინდა ვუთხრა ”ქართულ ოცნებასაც” და ”ნაციონალურ მოძრაობასაც” ...

ამის შესახებ ”შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

News.ge 

აღმაშენებელზე შენობის ფასადი ჩამოინგრა და ახალგაზრდა ქალს დაეცა

თბილისში, აღმაშენებლის N123-ში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობის ფასადი ჩამოინგრა და ახალგაზრდა ქალს დაეცა.

Radiotavisupleba.ge 

გოგა აფციაური: ერგნეთის შეხვედრებში იური რეზნიჩენკოა „მთავარი ვიოლინო“

რატომ უყურებენ შორიდან ევროპელი დამკვირვებლები საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღმართულ უკანონო ბანერებს და ვინ არის "მთავარი ვიოლინო" ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე?

News.ge 

გიგი წერეთელი EPP-ის ფრაქციის თავმჯდომარედ ხელახალი ვადით დაამტკიცეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ქ. მინსკში, „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციის თავმჯდომარედ ხელახალი ვადით დაამტკიცეს.

News.ge 

ლავროვი: ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის კონტაქტებს

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დიდიე რეინდერსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

News.ge 

აფხაზეთში რუს ტურისტებზე თავდასხმის გამო რუსეთის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია აფხაზეთში რუს ტურისტებზე თავდასხმის გამო, რომელსაც ერთ-ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

News.ge 

ირმა ჭკადუა: ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა

ამის შესახებ ჟურნალისტებს ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომელიც სუს-ის შენობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ექსკლუზიურად ვამბობ, აფხაზეთში ახალგაზრდებში დაწყებულია ასეთი საუბრები … – ოქიტაშვილი

„ექსკლუზიურად ვამბობს ახლა, აფხაზეთში ახალგაზრდებში არის დაწყებული საუბრები – ”საქართველოს არის ჩვენი, ჩვენ საქართველოს ნაწილი ვართ“, – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილა გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა. ოქიტაშვილი ამბობს, რომ ძალიან რთულია, მაგრამ რუსეთთან საჭიროა დიალოგი.   „დილოგს არ აქვს ალტერნატივა. უნდა ვცადოთ. რამდენი ბინა, სახლიც არ უნდა გადავცეთ, მე არ მიყვარს ეს […]

Radiotavisupleba.ge 

იუნესკოს ნუსხა ბაგრატის ტაძრის გარეშე

იუნესკოს 10 ივლისის კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.

News.ge 

თელავში საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის წარდგენას გეგმავს

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარსადგენად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა თელავის საოლქო კომისიას რეგისტრაციისთვის მიმართა.

News.ge 

უმცროსმა ტრამპმა პირადი მიმოწერის გამოქვეყნებით თავისი თავი ამხილა

მის მიერვე გამოქვეყნებულმა წერილებმა დაადასტურა, რომ მან იცოდა ადვოკატის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ.

News.ge 

პაშა ბანკი ტრადიციულად აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა

პაშა ბანკი, ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოებს, წელს კვლავ აქტიურად ჩაერთო აშშ-ს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.

News.ge 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა.