World News in Georgian
Август
2017

Новости за 20.08.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

ბარათაშვილის ხიდთან ავარია მოხდა

სამი ადამიანი დაშავდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ბარათაშვილის ხიდთან ერთმანეთს BMW-სა და HONDA-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახა. ინფორმაციას და ფოტოს  საზ. მაუწყებლის ვებ გვერდი 1TV.GE ავრცელებს. მომხდარის შედეგად, ორივე ავტომობილის მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ერთუჯრედიანი ამება გ.ვაშაძე მოსკოვში ნამყოფია საერთოდ? – ირაკლი ყიფიანი

“რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი, სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს: “ერთუჯრედიანი ამება გ.ვაშაძე ითხოვს მოსკოვოს გამზირისთვის სახელის გადარქმევას. მოსკოვში ნამყოფია საერთოდ? Большая Грузинская-ს შესახებ სმენია რამე? სხვა ქუჩებს და რუსეთის სხვა ქალაქებს თავი რომ დავანებოთ” – წერს ყიფიანი.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ან ჩვენ ან ისინი!!! – “ქართველთა მარში” სექტემბერში აქციების გამართვას აანონსებს

“ქართველთა მარშმა” ქალაქ თბილისის მერიაში შეიტანა განაცხადი სექტემბრის შუა რიცხვებიდან აღმაშენებლის, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციების დაწყების მოთხოვნით. “2017 წლის შემოდგომაზე უნდა დასამრდნენ ქართველი ერის მოღალატეები და მტრები!!! ვიწყებთ სრულ მობილიზაციას!!! ან ჩვენ ან ისინი!!! უფალი გვფარავდეს!!!”,- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წყარო: “პრაიმტაიმი”