World News in Georgian
Август
2017

Новости за 22.08.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

ატენის ხეობაში საჯარისო ნაწილები გაიგზავნა – ბოლო ინფორმაცია

ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის ტყეში ხანძრის სრულად ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა, თუმცა სპეციალური თხრილების გავლების შემდეგ ცეცხლს გასავალი აღარ აქვს, შესაბამისად დასახლებულ ადგილებში გადადების საფრთხე მოიხსნა. გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ საჯარისო ნაწილებიც გაიგზავნა. ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  რაც ეხება ცეცხლის გავრცელების არეალს, ადგილობრივების ვარაუდით დაახლოებით 2ჰექტრამდე ფართობს უკიდია ცეცხლი.

Marshalpress.ge (მარშალ) 

საგანგებო შტაბის მორიგი განცხადება – პრემიერმა ატენის ხეობაში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა გაგზავნა

ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო შტაბი მორიგ განცხადებას ავრცელებს. “ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ მოქმედებებს განიხილავს. სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება. ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს მძიმე […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

ავტოობანზე ერთმანეთს სატვირთო და პატიმრების გადასაყვანი მანქანები დაეჯახნენ (ფოტოკოლაჟი)

რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა დასავლეთისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტობანზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა. ის გორის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენის მანქანა მთლიანად დამტვრეულია. შემთხვევის დროს ორივე ავტომოვილში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ.

Marshalpress.ge (მარშალ) 

არჩევნების თარიღი – 12:00 საათზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განცხადება 12:00 საათზე გაკეთდება.

Marshalpress.ge (მარშალ) 

პირდაპირი ეთერი ბორჯომიდან

ვიდეოჩვენებისთვის დააჭირეთ ფოტოს. ამ წუთებში ბორჯომის და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდება. როგორც ცნობილია, სამუშაოებში ჩართვება თურქეთის ორი, აზერბაიჯანის 1 და საქართველოს ერთი ვერტმფრენი. ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, როგორც პრემიერმა განაცხადა, მოხალისე ჯგუფების ჩასვლის საჭიროება არ არის. პირდაპირ ეთერს ინტერნეტ ტელევიზია POSTTV ახორციელებს.