World News in Georgian
Сентябрь
2017

Новости за 05.09.2017

Radiotavisupleba.ge 

უკრაინას სრული ასოცირება, რუსეთს – სანქციები

ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირისა და უკრაინისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს ასოცირების ხელშეკრულების საბოლოო ამოქმედებას 1სექტემბრიდან, რაც უკრაინელი მოქალაქეებისთვის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გარდა, ევროპის ქვეყნებთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის განვითარებასაც უხსნის გზას.

Marshalpress.ge (მარშალ) 

სააკაშვილი საქართველოში ექსტრადიციას გაასაჩივრებს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შესაძლო ექსტრადიციას სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციას “1tv” მისი ადვოკატის, დავით საყვარელიძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. “რა დაგვრჩენია თუ უკრაინის ხელისუფლება დაიწყებს ექსტრადიციის პროცედურას? რა თქმა უნდა ჩვენ მივმართავთ სასამართლოს”, – ამბობს საყვარელიძე და განმარტავს, რომ ადამიანის ექსტრადირებისთვის აუცილებელი პირობაა, ეს პირი იმყოფებოდეს უკრაინის ტერიტორიაზე და ქონდეს საშუალება უკრაინის სასამართლოში დაიცვას საკუთარი უფლებები. უკრაინის იუსტიციის მინისტრის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ გაუმკლავდება მავნებლებს?

საქართველოს ეკონომიკას დიდ ზარალს აყენებენ სხვადასხვა სახის მავნებლები, რომელთა გამო, სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში მნიშვნელოვნად მცირდება მოსავალი.

Radiotavisupleba.ge 

დაუმარცხებელი ფაროსანა – მოსავლის ნაწილი განადგურებულია

სამეგრელოში გავრცელებული მავნებლის, ე.წ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ის გლეხის მთავარ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. აღნშნული ინფრომაციაა,  ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება.

Marshalpress.ge (მარშალ) 

შეგიძლიათ თავად იცეკვოთ მოსკოვში – “სუხიშვილებმა” ყირიმში კონცერტზე უარი განაცხადა

ნაციონალურმა ანსამბლმა “სუხიშვილებმა”, რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარების შესახებ შემოთავაზებას უარით უპასუხა. აღნიშნული განცხადება “სუხიშვილები”-ს ოფიციალურ FaceBook გვერდზე გავრცელდა. “დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Читать дальше...