World News in Georgian
Июнь
2018

Новости за 20.06.2018

Marshalpress.ge (მარშალ) 

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შესაძლებლობა მოგვცა, ვემსახუროთ ქვეყანას და ხალხს – პრემიერი

Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოს ნდობის გამოცხადებისათვის მადლობას  უხდის. “დღეს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და მის პროგრამას. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩვენი გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი ხედვა და პრინციპები და შესაძლებლობა მოგვცა, ვემსახუროთ ქვეყანას და ხალხს. მჯერა, რომ ერთსულოვნებით, […]

Radiotavisupleba.ge 

პროექტი: ი.ნ.კ.ლ.უ.ზ.ი.ა.

10 ფოტოგრაფის მიერ მოთხრობილი 10 ისტორია რომელიც გვიყვება, ჩართულობასა და ინტეგრაციაზე, ფოტოგრაფების თვალით. 20 ივნისს გამართული ღონისძიების ორგანიზატორები არიან Tbilisi Photo Festival, აშშ სალჩო საქართველოში და 'Save the Children'.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჩვენს ქვეყანას ეყოლება ღირსეული პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე

Facebook Messenger Viber Twitter „ჩვენს ქვეყანას ეყოლება ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღე შეაჯამა და განაცხადა, რომ დღის მთავარი მოვლენა მამუკა ბახტაძისთვის პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე ნდობის გამოცხადება იყო. „დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა იყო მამუკა […]

Radiotavisupleba.ge 

„დროებითი მთავრობა“ დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტმა 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელსაც ყოფილი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადეს პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა და „საქართველოს პატრიოტებმა“. ოპოზიციური ფრაქციებისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოიწონეს სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომან გოცირიძე: „ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის გზა უკან, სოციალიზმისკენ"

„ახალი პრემიერ-მინისტრი არის კაცი ძველმოდური იდეებით. მისი ყველა იდეა არის უკან დახევა იმ მოდელისგან, იმ ეკონომიკური რეფორმებისგან, რომლებმაც საქართველოს სახელი მოუტანა და ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ექსპერიმენტი“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ მთავრობის ახალი კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მიმდინარე სხდომაზე. რომან გოცირიძის შეფასებით, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პოლიტიკა არის გზა უკან, სოციალიზმისკენ, ახალი მთავრობა კი - დრომოჭმული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უხილავი მშენებლობა

ქუთაისში არაერთგვაროვნად აფასებენ და ეჭვქვეშ აყენებენ განცხადებას, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს.

Radiotavisupleba.ge 

სოფო კილაძე: ჩვენ დავამყარეთ გასაოცარი დემოკრატია

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დაპირება და საქართველოში შექმნა მაღალი დონის დემოკრატია. „ჩვენი ოპონენტები ხშირად ქილიკობენ ჩვენი ლიდერის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე, გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთო. ეს არ არის საქილიკო საკითხი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მართლაც ისეთი მაღალი დონის დემოკრატიაა, რომ თამამად და ღირსეულად შეგვიძლია ვამტკიცოთ ეს. ბევრი მაჩვენებლით, დემოკრატიის კუთხით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია: ნარკოტიკებთან ბრძოლა შსს-ის პრიორიტეტია

„ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა „ბასიანით“ და არც დამთავრდება „ბასიანით“, - აღნიშნა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ. მისი განმარტებით, დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ ნარკოტიკებთან ბრძოლაა. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ნარკოტიკებს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკთან ბრძოლა იყოს ეფექტური. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

განახლდება გამოძიება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე

„სამოქმედო გეგმა წარდგენილია მინისტრთა კომიტეტში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე, რომელიც, როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არავითარ გავლენას არ ახდენს პატიმრობის კანონიერებაზე, განვაახლოთ გამოძიება და კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ მოწმეებს და ვნახოთ ახალი მტკიცებულებები, თუკი ასეთი რამ იქნება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დეპუტატების შეკითხვების პასუხად. თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით... Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

მამუკა ბახტაძე – ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი. ის არის პატიმარი

Facebook Messenger Viber Twitter ”ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი. ის არის პატიმარი და ეს დაამტკიცა ამ სასამართლომ, რაზეც თქვენ საუბრობთ”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს. პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესა და დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს.

Radiotavisupleba.ge 

ქეთევან ციხელაშვილი - „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე“

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, სია შედგენილია, თუმცა მისი დამტკიცება სამთავრობო ცვლილებების გამო გადავადდა.

Radiotavisupleba.ge 

დევნილობის ყოველი დღე...

90 წლის ვალიკო ცოტნიაშვილი პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვიდანაა. სოფელი ახლა ოკუპირებულია, გაძარცულ და დამწვარ სახლებს კი საძირკვლიანად ანადგურებენ.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი კანდელაკი - „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე“

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ფიქრობს, რომ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის დამტკიცების პროცესი გაჭიანურდა და დაგვიანდა.

Radiotavisupleba.ge 

"ამ ხელშეკრულებას რუსეთი იყენებს საქართველოს დამნაშავედ გამოსაყვანად"

20 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ანალიტიკოსი.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობა ჟენევის ფორმატის შეცვლას არ აპირებს

„მიუხედავად იმისა, რომ ხელშესახები პროგრესი არ არის, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ვისაუბროთ არა ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე“, - განაცხადა საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მიმდინარე საპარლამენტო სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე დადგეს კონფლიქტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს მოუწოდა, ახსოვდეს ლტოლვილები და იმოქმედოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაავრცელა საგანგებო მიმართვა ლტოლვილთა საერთაშორისო დღის გამო, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება. გენერალური მდივნის განცხადებით, კონფლიქტების, ან დევნის შედეგად, დღეს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი ადამიანია ლტოლვილი, ან იძულებით გადაადგილებული. გუტერეში აღნიშნავს, რომ 2017 წელს, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა იზრდებოდა ყოველ ორ წამში ერთხელ. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, აუცილებელია ლტოლვილების და მათი მიმღები ქყევნებისთვის უფრო აქტიური დახმარების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მას, როგორც პოლიტიკურად აქტიურ პირს, იმ პროცესშიც წინააღმდეგობა უნდა გაეწია და განეცხადებინა"

20 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) აღმასრულებელი დირექტორი.

Radiotavisupleba.ge 

განადგურებული ქარსაფარი ზოლები და გაუდაბნოების პროცესი დედოფლისწყაროში

ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში გაშენებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი განადგურებულია.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს ელჩებს შეხვდა

საქართველოში იმყოფება ეუთოში ამ ორგანიზაციის 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლების დელეგაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ ეს ეუთოს ელჩების პირველი ვიზიტია. დღეს დელეგაციას შეხვდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობა,  ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების პრობლემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას - ადამიანების გატაცებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი დროებითი გზით ისარგებლებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოეწყო დროებითი, ალტერნატიული გზა, რომლითაც მაღალმთიანი სოფელი ჭერემი დაუკავშირდება დანარჩენ მუნიციპალიტეტს. 17 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გზა დაანგრია, რის შედეგადაც ჭერემი გარესამყაროს მოწყდა. კახეთის რეგიონის ამ მაღალმთიან სოფელში მუდმივად ცხოვრობს 15 ოჯახი. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დანგრეული გზის აღდგენა გამოდარების შემდეგ დაიწყება. ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 9 სოფელს, რომელიც ჭერემში მდებარე სათავე ნაგებობიდან მარაგდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„2025 წელს ჩვენ ახალ აფხაზეთში ვიცხოვრებთ“ - რას ამბობენ სოხუმელები?

რუსი ჩინოვნიკები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ.

Radiotavisupleba.ge 

აკაკი ზოიძე: არ ვაპირებთ წავართვათ მდიდარს და მივცეთ ღარიბს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, სიღარიბეა საქართველოს ყველაზე დიდი, ეგზისტენციალური გამოწვევა. „საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე თვლის თავს ღარიბად, ყოველი მერვე კი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც შედეგია დიდი მასშტაბის სტრუქტურული უმუშევრობის და არასრული დასაქმებისა, რომლებიც წლების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შიმშილობის მე-17 დღე ჭიათურაში

პროტესტის მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ და 26 მაისს დაკავებული პირის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვენ.

Radiotavisupleba.ge 

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და დაუსჯელი დამნაშავეები

საოკუპაციო რეჟიმისგან კვლავაც გაუგებარი და ცინიკური პასუხები ისმოდა 20 ივნისს ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ფარგლებში, სადაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული მწვავე საკითხები.