World News in Georgian
Декабрь
2018

Новости за 21.12.2018

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ველისციხის ინციდენტში ნაციონალური მოძრაობის წევრის, შოთა დალაქიშვილის ცემაში ბრალდებულ პირებს გოჩა მაისურაძესა და მამუკა უსინაშვილს გურჯაანის  სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით  5 000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ადვოკატის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. გოჩა მაისურაძისა და მამუკა უსინაშვილის წინასასამართლო სხდომა 4 თებერვალს გაიმართება.

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პრეზიდენტი: ამერიკული კონტინგენტის გასვლა არ მოახდენს გავლენას უსაფრთხოებაზე

ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ფიქრობს, რომ ავღანეთში მყოფი ამერიკული სამხედრო ძალის საგრძნობი შემცირება არ მოახდენს გავლენას ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თეთრი სახლის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს მნიშვნელოვნად, დაახლოებით 700-ი ჯარისკაცით შეამციროს ქვედანაყოფი, რომელიც ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი ძალაა. ამჟამად ავღანეთში ნატოს დროშების ქვეშ იმყოფება 8500 ამერიკელი ჯარისკაცი, რაც მთელი საერთაშორიოს სამხედრო მისიის ნახევარს შეადგენს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს ძალიან დიდ საქმეს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში"

რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და პროპაგანდა დასავლეთის მიერ აღიქმება სრულფასოვან საფრთხედ დემოკრატიისთვის. რა შეიძლება დაუპირისპირდეს რუსეთის "რბილ ძალას", რომელმაც არაერთხელ მოიტანა ზიანი. ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული.

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში 13 კაცი დაიღუპა ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად

13-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ჩეხეთის ერთ-ერთ ქვანახშის მაღაროში, ხუთშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად. სახელმწიფო კომპანია OKD-ს ინფორმაციით, ინფორმაცია გამოიწვია 800 მეტრის სიღრმეში მდებარე შახტში მეთანის გაზი გაჟონვამ. ტრაგედია მოხდა პრაღიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კარვინის სიახლოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა ხუთი მეშახტისა დაღუპვის შესახებ, 8 - დაკარგულად ითვლებოდა. კომპანიის ცნობით აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა პოლონელი მეშახტეები არიან. ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა idnes.cz-ს თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასწრაფო დახმარების ცენტრი: ბოლო კვირაში გამოძახებების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს სეზონური ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი. როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბერეკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ეკიპაჟს გრიპით დაავადებული პაციენტისთვის სიცხის დამწევი საშუალების მიცემა  და გართულების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა შეუძლია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიგი უგულავა გიორგი გახარიას შერჩევით სამართალზე პასუხის გაცემას მოსთხოვს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი, გიგი უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდებს განმარტოს, რატომ იყენებს ხელისუფლება შერჩევით სამართალს. გიგი უგულავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ფოტო და ვიდეომასალა და განაცხადა, რომ 26 დეკემბერს თელავში დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომანქანა დააზიანა მამაკაცმა, რომელიც მისივე ინფორმაციით, 2 დეკემბრის თბილისში გამართულ აქციაზეც იმყოფებოდა. მას ორივე შემთხვევისას ხელში ბანერი ეჭირა. 2 დეკემბრის აქციაზე ბანერი წარწერით -„ამერიკა მტერია, რუსეთი მეგობარია“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მთავარი საკითხი ფერმერული მეურნეობებისთვის დაფინანსების მიღებაა"

ერთი წლის წინ საქართველოს რეგიონების ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა დააფუძნა "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია", რომლის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე მაია მამულაშვილი ამბობს, რომ მთავარ საკითხად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისთვის დაფინანსების მიღება რჩება. ის აგრეთვე ლაპარაკობს ინფორმაციის კომპეტენტური წყაროების დეფიციტზე:

Radiotavisupleba.ge 

თინა ბოკუჩავა: გიორგი გახარიასგან მოვისმენთ ლიტონ სიტყვებს

„არ ველოდებით რეალურ პასუხებს იმ კითხვებზე რაც დაგროვდა საზოგადოებაში“,- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ,თუ რა მოლოდინი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელიც დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა.  „ეს ადამიანი, წესით, დიდი ხნის გადამდგარი უნდა იყოს, რადგან ის არის პასუხისმგებელი ძალიან ბევრ უკანონო დავალებაზე. პირადად მას ვკითხავთ ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ გამოძიეს და არ დასაჯეს შესაბამისი პირები სარალიძის საქმეზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დეზინფორმაციას სიმართლე უნდა "ვესროლოთ""

რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და პროპაგანდა დასავლეთის მიერ აღიქმება სრულფასოვან საფრთხედ დემოკრატიისთვის. რა შეიძლება დაუპირისპირდეს რუსეთის "რბილ ძალას", რომელმაც არაერთხელ მოიტანა ზიანი და ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული. სულ ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის სფეროების რუსეთის ინტერესებისთვის გამოყენების მნიშვნელობას. საფრთხე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მუშაობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დღეს გორში იოსებ სტალინის 140 წლის იუბილეს აღნიშნავენ

იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმთან სტალინისტები და კომუნისტები საბჭოთა ბელადის 140 წლის იუბილეს მიტინგით აღნიშნავენ. როგორც რადიო თავისუფლებას  კომუნისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა განუცხადა, სტუმრებს მთელი საქართველოდან ელოდებიან. მიტინგის შემდეგ ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ მოეწყობა მსვლელობა. გორის ცენტრში სტალინისტები კიდევ ერთხელ მოითხოვენ იოსებ სტალინის მონუმენტის დადგმას. სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში 1952 წლიდან იდგა და მისი დემონტაჟი 2010 წლის ივნისში მოხდა.  ამის შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძე: მინდა მოვუსმინო რა პასუხები აქვს გიორგი გახარიას

შს მინისტრის გამოსვლას პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დაესწრება. როგორც ზაზა სარალიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას აინტერესებს, პირადად ნახოს და მოისმინოს რა შეკითხვებს დაუსვამენმინისტრს დეპუტატები და რა პასუხს გასცემს ის, მისი შვილის მკველობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. „მაინტერესებს რა კითხვები დაისმება და რას უპასუხებს თვითონ გიორგი გახარია. რა პასუხი აქვს ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტროს მომზადებული. ბოლოს და ბოლოს რას აპირებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: „როგორც  საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა  შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა რუსეთის მოქალაქეებს მრავალჯერადი ვიზები გაუძვირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  რუსეთის მოქალაქეებისთვის ორჯერ გააძვირა მრავალჯერადი ვიზის ღირებულება. 2019 წლის  1 იანვრიდან მრავალჯერადი და სამუშაო ვიზის ფასი 303 დოლარამდე იზრდება,-იუწყება მოსკოვში  აშშ-ის საელჩოს საიტი. ახლა ასეთი ვიზა 160 დოლარი ღირს. ვიზის ღირებულება მთლიანობაში 143 დოლარით, ნაცვალგების საფუძველზე იზრდება-აღნიშნულია საელჩოს საიტზე.  ანალოგიურ ვიზებში ამდენივე თანხას იხდიან რუსეთში მიმავალი  აშშ-ის მოქალაქეები.    2017 წლის მარტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განკარგულება გასცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალათბურთელი გოგა ბითაძე ევროლიგაზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გოგა ბითაძე საკლუბო კარიერას მონტენეგროს საუკეთესო კლუბში - პოდგორიცას „ბუდუჩნოსტში“ გააგრძელებს. 19 წლის ქართველი ცენტრი „მეგა ბემაქსის“ ღირსებას იცავდა და მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერიც იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი განათხოვრება გადაწყვიტა სეზონის ბოლომდე. „ბუდუჩნოსტმა“ გოგა ბითაძე ჟურნალისტებს უკვე წარუდგინა და ახალწვეულს 11-ნომრიანი მაისური გადასცა. ქართველმა კალათბურთელმა კი განაცხადა, რომ ამ გუნდის რიგებში თამაში მისთვის დიდი პატივია და მაქსიმალურად ეცდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარსდგება. გიორგი გახარია  სამინისტროს საქმიანობაზე ისაუბრებს და ასევე პასუხებს გასცემს დეპუტატების შეკითხვებს. წინასწარი ინფორმაციით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხება ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებასა და არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებს. შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხზეც  დაუსვამენ შეკითხვებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპი: გენერალი მატისი თებერვლის ბოლოს გადადგება

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით აშშ-ის თავდაცვის მდივანი, გენერალი ჯიმ მატისი თებერვლის ბოლოს  დატოვებს თანამდებობას. „მისი ხელმძღვანელობისას უზარმაზარი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით ახალი შეიარაღების შეძენის კუთხით. გენერალმა მატისმა დიდი დახმარება გამიწია, რათა მოკავშირეებს და სხვა ქვეყნებს თვდაცვითი ვალდებულებების საკუთარი წილი გაეღოთ“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა  ტვიტერის გვერდზე. მისივე თქმით ახალ კანდიდატურას  თავდაცვის მდივნის პოსტზე მალე წარადგენს.