World News in Georgian
Июль
2019

Новости за 21.07.2019

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი: იულია სუსლიაკი გატაცებულია

ადვოკატ ზურაბ თოდუას ცნობით, ტრეფიკინგის დაუსაბუთებელი ბრალდების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. „21 ივლისს, დაახლოებით 9 საათისათვის, იულია სუსლიაკი გარდაბნის ტერიტორიაზე დააკავეს პროკურორორების, თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის უშუალო მითითებითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. 22 ივლისს 13.00 საათზე უნდა ჩაგვეტარებინა ბრიფინგი იულია სუსლიაკის მონაწილეობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში პარლამენტს ირჩევენ

21 ივლისს უკრაინელი ამომრჩეველი უმაღლესი რადის დეპუტატებს ირჩევს. ხმის მიცემის პროცესს 1700-მდე საერთაშორისო მეთვალყურე აკვირდება. არჩევნების შედეგად უნდა გაირკვეს მთავარი პოლიტიკური საკითხი: შეძლებს თუ არა პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახური“ დამოუკიდებლად შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება ძველი, შერეული სისტემით: დეპუტატების ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში, დანარჩენი ნახევარი კი პარტიული სიების მეშვეობით 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: ამოღებულია 2 კგ ჰეროინი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა ირანის რესპუბლიკის ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. ბრალის დამტკიცების შემთხევაში 1995 წელს დაბადებულ ო.რ.-ს, 1973 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს და  1974 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შ.ბ. თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო. „რაც შეეხება ო.რ.-ს... Читать дальше...