World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 16.10.2019

Marshalpress.ge (მარშალ) 

მადლობა ჩვენს ვეტერანებს! – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ომის ვეტრანებს მადლობას და დღევანდელ დღეს ულოცავს. “17 ოქტომბერი ვეტერანების დღეა, მადლობა ჩვენს ვეტერანებს” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ოქრუაშვილს აუკრძალეს ციხიდან სატელეფონო კომუნიკაცია

„ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქიდანაც გამოჩნდა, გირაოთი, რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა (რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა“, - წერენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის „ფეისბუკ"-გვერდზე, მისი სახელით. მთავარ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ „ირაკლი ოქრუაშვილს აკრძალული აქვს ნებისმიერი სატელეფონო კომუნიკაცია, რათა არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება. ამ ეტაპზე მოწმეები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი TBC ბანკს მოუწოდებს „პროგრეს ბანკის“ შესახებ დოკუმენტი სამართალდამცველებს გადასცეს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს პასუხობს. „საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ TBC ბანკის მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ TBC  ბანკს, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანაკლიის პორტი: სად არის ამერიკელების ადგილი?

არის თუ არა ამერიკის ადგილი და ინტერესები შავი ზღვის რეგიონში? რა განაპირობებს ამერიკის მხარდაჭერას ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ?

Radiotavisupleba.ge 

რეჯეპ ტაიპ ერდოანი მაინც შეხვდება მაიკ პენსს და მაიკ პომპეოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მაინც შეხვდება ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა. შეხვედრა 17 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. დღეს აშშ-ის დელეგაცია ანკარაში ჩადის ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის თაობაზე სასწრაფო მოლაპარაკებების გასამართად. მანამდე ერდოანმა განაცხადა, რომ არც პენსთან და არც პომპეოსთან არ აპირებს შეხვედრას. ერდოანის თქმით, ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდებოდა, თუკი ის თურქეთში ჩავიდოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეფორმა ავტობუსების, მეტროს და ტრამვაის განვითარებით უნდა დაიწყოს

თბილისის მერიამ, პირველ რიგში, ერთიან და თანმიმდევრულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე უნდა იფიქროს და ყოველი რეფორმის წინ გაითვალისწინოს ის, თუ რა გავლენას მოახდენს ეს რეფორმა ჩვეულებრივი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

Radiotavisupleba.ge 

როგორ ეხმაურება დასავლეთის პრესა თურქეთის ოპერაციას სირიაში

თურქეთის არმია სირიას უტევს, თურქეთის მთავრობა ქვეყნის შიგნით კრიტიკას ახშობს. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება პროქურთული ოპოზიციური პარტიის ორი თანათავმჯდომარის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციას „შეჭრა“ უწოდეს.

Radiotavisupleba.ge 

დვალი და აქიმიძე „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად ქიბარ ხალვაშთან სასამართლო დავას იწყებენ

„რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, სამაუწყებლო კომპანიის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დავას იწყებენ. როგორც მათი ინტერესების დამცველმა, იურისტმა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სარჩელის მიზანია, მათ დაიბრუნონ ის, რაც წაართვეს - „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი. დვალისა და აქიმიძის მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, რომელიც დღეის მდგომარეობით ტელეკომპანიის მესაკუთრეა. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე იქნება პაატა კარსანიძე. ოფიციალურად, სწორედ, მან შეიძინა 2004 წელს ორი თანადამფუძნებლის წილი და ერთ დღეში გაყიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოვითხოვთ მამისთვის მშობლის სტატუსის შეჩერებას - სოცმუშაკები მშობლების გარეშე დარჩენილ და-ძმას შეხვდნენ

სოციალური მუშაკები დღეს პირველად შეხვდნენ 13 და 11 წლის და-ძმას, რომლებიც ხაშურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ მშობლების გარეშე დარჩნენ. 11 ოქტომბერს, ბავშვების დედა ნათია გოგალაძე ყოფილმა მეუღლემ ირაკლი დეკანოიძემ მოკლა. ბავშვების მამას კი ბრალი წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. მას შემდეგ და-ძმა ბებიასთან, დედის დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს გარემო, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და დაიწყეს პროცედურა მათთვის მარჩენალდაკარგულის პენსიის დასანიშნად. „დღეს ოჯახს ყველაფერი განვუმარტეთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ქალაქი ისევ ყარს!“- უსიამოვნო სუნით შეწუხებული რუსთაველების აქცია ადგილობრივი მერიის წინ

უსიამოვნო სუნით შეწუხებულმა რუსთაველებმა, “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივით, 16 ოქტომბერს რუსთავის მერიის წინ გამართეს აქცია, ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების მოთხოვნით.

Radiotavisupleba.ge 

„როსავიაციამ“ ავიაკომპანია „სიბირს“ მოსკოვი-ქუთაისის ავიარეისების ნებართვა მისცა

საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს („როსავიაციის“) ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც ავიაკომპანია „სიბირს“ (S7 Airlines) მოსკოვიდან ქუთაისში პირდაპირი ავიარეისების ნებართვას აძლევს. მას კვირაში 7 ფრენის უფლება ეძლევა. ავიაკომპანიას ჯერ არ აქვს ცნობა დაგეგმილი რეისების შესახებ. ამავე დროს, მოსკოვი-ქუთაისის რეისების შესრულებას ვერ შეძლებს ავიაკომპანია „გლობუსი“. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მათთან რუსეთიდან ავიარეისების აღდგენის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძე - პროკურატურა არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს გენერალურ  პროკურატურას არაკომპეტენტურსა და „ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორას“ უწოდებს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ მასა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. „საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე არის სასამართლოში, მობრძანდით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთში ფეხბურთის ექვსი გულშემატკივარი დააპატიმრეს ინგლისის ნაკრებთან თამაშისას რასისტული გამოხდომებისთვის

ბულგარეთში ფეხბურთის ექვსი გულშემატკივარი დააპატიმრეს რასისტული ჟესტებისთვის, მათ შორის, ნაცისტების მისალმებისთვის, რომლებსაც ისინი იყენებდნენ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს ბულგარეთისა და ინგლისის ნაკრებ გუნდებს შორის. ბულგარელი გულშემატკივრები ასევე შეურაცხყოფას აყენებდნენ ინგლისის ნაკრების შავკანიან მოთამაშეებს 14 ოქტომბერს სოფიაში გამართულ მატჩში, რომელიც მსაჯმა ორჯერ შეწყვიტა რასისტული გამოხდომების შესაჩერებლად. ინგლისის ნაკრებმა 6:0 გაიმარჯვა. ამ მატჩზე მომხდართან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინგა გრიგოლია ინიშნება „ტვ პირველის“ დირექტორად

ტელეკომპანია „პირველის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ვატო წერეთელი „ფეისბუკზე“ წერს, რომ დღეიდან ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. „გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით“, - წერს წერეთელი. „ტვ პირველის“ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დირექტორის პოზიციას ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევად მიიჩნევს. „მადლობა ვატო წერეთელს ამ ნდობისთვის და მადლობა ტვ „პირველის“ მთელ გუნდს! ბევრი მადლობა! Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყობის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა მუშაობს. ოკუპაცია და ბორდერიზაცია - ქვეყნის მთავარი გამოწვევა

მძიმე ტექნიკა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის სიახლოვეს ყოველდღე მუშაობს. ყობს ოკუპირებული სოფელი წნელისი ესაზღვრება, წნელისიდან კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ჩორჩანის ტყეში შევიდნენ და იქ ორი ე. წ. საგუშაგო დადგეს.

Radiotavisupleba.ge 

გენერალური პროკურატურა: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალი მტკიცებულებებითაა გამყარებული

გენერალური პროკურატურა ავრცელებს ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წერილს. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, რომელიც პროკურატურას უწევს კონსულტაციას, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ წარდგენილი ფულის გათეთრების ბრალდება შეისწავლა. საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სწორედ ასეთი პროექტები სძენს ქვეყანას წონას. სხვა შემთხვევაში ვიქნებით ისევ ის პროვინცია, რაც ვიყავით ორასი წლის განმავლობაში"

„ეს პროექტი რომ განხორციელდება, ამას წყალი არ გაუვა - ამ ხელისუფლების პირობებში თუ სხვა ხელისუფლების პირობებში. აქ მთავარი ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დავკარგოთ", - ამბობ გიგლა მიქაუტაძე "დილის საუბრებში".

News.ge 

სუს-ის უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებზე – სხვა პლანეტიდან ვერ ჩამოვიყვანთ ხალხს

სხვა პლანეტიდან ვერ ჩამოვიყვანთ ხალხს,- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებებს. მისივე თქმით, სუს-ი პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენება და ოპოზიციის კრიტიკა საფუძველს არის მოკლებული. „გრიგოლ ლილუაშვილი იყო კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენთან. მე მაქვს პირადად სრული ნდობა. მან გამოცდილებაც სათანადო მიიღო და ამ მხრივ, ...

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ ლისის ტბაზე მომხდარი დანაშაული გახსნა, ბრალდებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, - ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია 5 პირი. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უდანაშაულოდ ცნო

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ახალგორის დე ფაქტო რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ფატიმა ფარასტაევას თავმჯდომარეობით გამოტანილი განაჩენი. მან დააკმაყოფილა მეარაყიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ახალგორის პროკურატურაში დაბრუნების თაობაზე. მოსამართლე დაეთანხმა მტკიცებას, რომ მეარაყიშვილის მიმართ საბრალდებო დასკვნა შედგენილი იყო დარღვევებით. Читать дальше...

News.ge 

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დროს ერთადერთი, რაც მოხდა, კვირიკაშვილის გაშვება და ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო

მგონია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უბრალოდ უნდათ, ანაკლიის პორტის პროექტი იმ სახით, რა სახითაც იყო გამიზნული, არ შედგეს, კონსორციუმს კი გაუჩნდა განცდა, რომ ამ მთავრობის პირობებში პროექტს განხორციელება არ უწერია“, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემაში „შუადღის რადიოსტუდიაში“ განაცხადა. მან ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ამ ...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სექსუალური ძალადობის ამოცნობა?

15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 75 წლის კაცს, რომელიც 5 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის უფროსობის კანდიდატმა "ევროპულ საქართველოს" აკაკი ბობოხიძის განცხადება გაახსენა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდა იმ შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეეძლო საქართველოში არ შემოეშვა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა. მისი განარტებით, გავრილოვს არ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამიტომ ქვეყანაში მისი არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ანონიმი წყაროების თანახმად, სექტემბერში ამერიკამ საიდუმლო კიბერშეტევა განახორციელა ირანის წინააღმდეგ

მას შემდეგ რაც გასულ თვეში საუდის არაბეთის ნავთობის ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, აშშ-მა საიდუმლო კიბერშეტევა განახორციელა ირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროთა თანახმად, კიბერშეტევა სექტემბრის ბოლოს განხორციელდა და მიმართული იყო „თეირანის მიერ პროპაგანდის გავრცელების“ წინააღმდეგ. ერთ-ერთმა მათგანმა ასევე განაცხადა, რომ კიბერშეტევის სამიზნე იყო ირანის ტექნიკა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი. პენტაგონში ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. Читать дальше...