World News in Georgian
Январь
2023

Новости за 21.01.2023

News.ge 

პაატა მანჯგალაძე: ირაკლი კობახიძეს მივმართავ, როცა მოსწონხარ მტერს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უღალატე შენს ქვეყანას

პირდაპირ გეტყვით, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, როცა გაქებს გავრილოვი, მოსწონხარ ლავროვს, ასევე, სხვა რუს პროპაგანდისტებს ანუ მოსწონხარ მტერს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უღალატე შენს ქვეყანას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ფრენების აღდგენა რუსეთისგან ერთგვარი „ჯილდოა“, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, ქართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის. „არ უნდა დაგვავიწყდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეჯოში დაჭრილი კაცის სასიცოცხლო მაჩვენებლები დასტაბილურდა, თუმცა მდგომარეობა მაინც მძიმეა

„მაჩვენებლები შედარებით დასტაბილურდა, თუმცა რჩება ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში. მართვით სუნთქვაზეა“, - უთხრა ჟურნალისტებს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის დირექტორმა მამუკა ოტიაშვილმა 24 წლის ახალგაზრდა კაცზე, რომელიც 20 იანვრის ღამეს დაიჭრა. მამუკა ოტიაშვილის თქმით, დილის მონაცემებით, კაცის მდგომარეობა ფასდება, როგორც დამაკმაყოფილებელი და მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში. საგარეჯოს კლინიკაში ამ დროისთვის სულ სამ დაჭრილს მკურნალობენ. საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში... Читать дальше...

News.ge 

თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძეზე: გუბაზი გულს გვფხანსო! ამიტომ …

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის შესახებ წერს და ამბობს, რომ „ოპოზიციური არხები „ფსევდომესიის“ დაუფასებლობის გამო ქართველ ხალხს ამ უზნეობის სიმბოლოს ალანძღინებენ“. „გუბაზი გულს გვფხანსო! ამიტომ დაატარებენ შილაფლავივით ოპო არხები და ფსევდომესიის „დაუფასებლობის“ გამო ალანძღინებენ ქართველ ხალხს ამ უზნეობის სიმბოლოს. ფხანა ქეცმა იცის [თქვე ქეციანებო]. ნუ იქეციანებთ თავებს და აღარც გუბაზის ...

News.ge 

რიში სუნაკი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მორიგ სკანდალში გაეხვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს. მათივე ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან “ინსტაგრამის” “ლაივში” უსაფრთხოების ღვედის გარეშე ჩაერთო. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა, თუმცა ამის მიუხედავად ბრიტანელი პოლიტიკოსები მას მწვავედ აკრიტიკებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ...

Radiotavisupleba.ge 

მართლა იყო სოჭი საქართველო?

„სოჭი ჩვენი იყო“ - ამ ფრაზას საქართველოში ხშირად გაიგებ, მაგრამ რა საფუძველი აქვს ამ რწმენას? მართლაც იყო თუ არა ეს რუსული ქალაქი როდისმე საქართველოს შემადგენლობაში? სოჭი აფხაზეთის გაყოლებაზე, ადლერის ზევით მდებარეობს და რუსეთს, კრასნოდარის ოლქს ეკუთვნის. კლიმატი აქ ისეთივეა, როგორიც აფხაზეთში - სუბტროპიკული. ზაფხულში ტემპერატურა 25-26 გრადუსამდე თბება. ისევე, როგორც სოხუმსა და გაგრას, სოჭსაც ერთ მხარეს შავი ზღვა, მეორე მხარეს კი კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ამიტომ ამ ქალაქებიდან ერთდროულად ზღვაც ჩანს და მთებიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ უკრაინას "ლეოპარდები"

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა" ამერიკის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში, რამშტაინში 20 იანვარს ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მოკავშირეებს შეხვდა, სადაც მათ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების საკითხი განიხილეს. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინა დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. დახმარებაში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია იმ სამხედრო ტექნიკას, რასაც უკრაინა ითხოვს, თუმცა ჩამონათვალში არაა "M1 აბრამსის" ტიპის ტანკები... Читать дальше...

News.ge 

ჯო ბაიდენი: უკრაინა მიიღებს ყველანაირ დახმარებას, რაც მას რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდებ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა მიიღებს ყველანაირ დახმარებას, რაც მას რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კითხვაზე, უჭერს თუ არა ის მხარს პოლონეთის განზრახვას, უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა უპასუხა: “უკრაინა ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს“. შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ „რამშტაინის” შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„უკრაინას არ სჭირდება ბახმუტის დაცვა ნებისმიერ ფასად“ - აშშ-ის ოფიციალური პირი

„უკრაინას არ სჭირდება ბახმუტის დაცვა ნებისმიერ ფასად; ამის ნაცვლად, მან უნდა გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა ძირითადი კონტრშეტევის მოსამზადებლად“, -  წერს BBC მაღალი თანამდებობის ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით. ბახმუტი იქცა სასტიკი ბრძოლების ეპიცენტრად აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც თან ახლავს მასობრივი საარტილერიო დაბომბვა და უზარმაზარი დანაკარგები, ორივე მხარისთვის შესამჩნევი შედეგის გარეშე. ბახმუტი უკრაინელებისთვის ეროვნული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იქ იმყოფებოდა დეკემბერში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“გერმანია ყოყმანის გამო პოლიტიკურ წონას კარგავს,  უკრაინელები - სიცოცხლეს”- ფროიდენშტაინი

გლობალური ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის ვიცე-პრეზიდენტსა და ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელთან, როლანდ ფროიდენშტაინთან რადიო თავისუფლებამ რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი და შეუთანხმებელი გადაწყვეტილება შეაჯამა - რატომ არ აძლევს ბერლინი კიევს გერმანულ ტანკებს? გერმანელი პოლიტიკის მკვლევარი ვაჟა თავბერიძესთან კანცლერ შოლცის “ფეხის თრევის” ტაქტიკას განიხილავს, წუხს ბერლინის რეპუტაციულ “ფსკერზე” დაშვების გამო, თუმცა გვირაბის ბოლოს სინათლესაც ხედავს. რადიო თავისუფლება: რამშტაინის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან ხაბეიშვილი: „ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს სთხოვს მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, საქართველოში 63 რაიონია და ნიკა მელიამ „ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში“. „მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ, რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას. კარგი იქნებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის პროკურატურა ამოწმებს „რუსული სახლის“ საქმიანობას ბერლინში

გერმანიის ბერლინის ფედერალური მიწის პროკურატურა ამოწმებს ბერლინში "რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლის" საქმიანობას, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს  საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კანონს და გვერდს უვლიდეს  ევროკავშირის სანქციებს. „რუსული სახლის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ვოლკერ ბეკმა, რომელმაც დაწესებულება ასევე დაადანაშაულა კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში. პროკურატურის სპიკერმა სებასტიან ბუხნერმა გაზეთ Berliner Zeitung-ს განუცხადა, რომ „რუსული სახლის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Politico: „ვაგნერის" დაფინანსება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოქროს მოპოვების ხარჯზე ხდება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამაარსებლისა და სპონსორის, ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურები აფართოებენ ოქროსა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას აფრიკაში, რათა დააფინანსონ სამხედრო კომპანიის საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, წერს გამოცემა Politico. ჟურნალისტები ეყრდნობიან ერთ-ერთ დიპლომატიურ გზავნილს, რომელიც ერთ-ერთმა დასავლელმა თანამდებობის პირმა მიიღო და რომელიც აშშ-შია შედგენილი. დოკუმენტში მითითებულია, რომ გასულ წელს „ ვაგნერმა" მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ყოფნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, ერდოანი მას მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობას სთავაზობს

Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ცნობას თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, 20 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, გაიმეორა თავისი შეთავაზება რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის შესახებ. ერდოანმა ასევე სამძიმარი გამოხატა უკრაინაში ოთხშაბათს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა მიმართ, ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ერდოანმა 16 იანვარს ტელეფონით ილაპარაკეს... Читать дальше...

News.ge 

ლოიდ ოსტინი: მეგობრებო, გადამწყვეტი მომენტია, რუსეთი ახდენს გადაჯგუფებას

„მეგობრებო, გადამწყვეტი მომენტია, რუსეთი ახდენს გადაჯგუფებას“, – ამის შესახებ რამშტაინის ბაზაზე გამართული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, შტატები ომში მყოფ ქვეყანას ორ-ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს. „დღეს შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს. ...

News.ge 

ემანუელ მაკრონი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის 120 მილიარდი ევროთი გაზრდის წინადადებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, 2024-2030 წლების თავდაცვის ბიუჯეტი, თითქმის, 120 მილიარდი ევროთი გაიზარდოს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მაკრონის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში, თავდაცვის ბიუჯეტი, მომდევნო 7 წლისთვის, 413 მილიარდი ევრო გახდება, რაც 2019-2025 წლების ბიუჯეტზე მესამედით მეტი იქნება, რომელიც ამჟამად 295 მილიარდ ევროს შეადგენს. „საფრანგეთს ეყოლება არმია, რომელიც მზად იქნება საუკუნის გამოწვევებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა, ...