World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 21.11.2023

Radiotavisupleba.ge 

„მაიდნის“ თაობა: რას ფიქრობენ აქტივისტები უკრაინის მშფოთვარე ათწლეულის შესახებ

ათი წლის წინ, უკრაინელები ქუჩაში გავიდნენ პროტესტის ნიშნად, როცა პრეზიდენტმა  დასავლეთისგან ქვეყნის ჩამოშორება და უკან, მოსკოვისკენ, შებრუნება სცადა. ათი წლის შემდეგ ისინი ორ ფრონტზე იბრძვიან - რუსეთის შეჭრისა და შიდა პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას დასუსტების საფრთხეს უქმნის. ათი წლის წინ, 21 ნოემბერს, უკრაინელი აქტივისტების მოძრაობა, სახელწოდებით  „ავტომაიდანი“ - არ არსებობდა. მისი ხელმძღვანელი, კატერინა ბუტკო იმ დღეზე ოცნებობს, როცა ის კვლავ აღარ იარსებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისი საქმე გააკეთა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია უკრაინას 1,3 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს გამოაცხადა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ.   პაკეტში შედის ოთხი Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა და 20 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გერმანიამ უკრაინას Iris-T ტიპის სისტემები გამოუყო.   მთლიანობაში გერმანია გეგმავს, უკრაინას გადასცეს 12 საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": საარჩევნო დაპირებების მარათონი და ამომრჩეველი

საარჩევნო დაპირებების მარათონი ძალას იკრებს, მათ შორის, ეკონომიკური დაპირებებისაც, რომლებიც ოქტომბრამდე მხოლოდ გამრავლდება. რას აღარ მოისმენს საქართველოს მოქალაქე ამ ერთი წლის განმავლობაში. როგორ აწონოს ეს დაპირებები ამომრჩეველმა?

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის აზრით, უკრაინის ომის გამო დაღლილობა დიდ რისკს შეიცავს

უკრაინის კონტრიერიში ისე არ ვითარდება, როგორც ამას თავად უკრაინელები იმედოვნებდნენ, დასავლეთის მხარდაჭერა არ იყო საკმარისად მასირებული და ოპერატიული, მზადებაზე დახარჯულმა დრომ კი რუსეთს საშუალება მისცა, ძალზე კარგად მომზადებულიყო უკრაინის კონტრიერიშისთვის, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ჩეხეთის არმიის სარდლობის სხდომაზე, რომელიც სამშაბათს გაიმართა პრაღაში. ამის შესახებ České noviny იტყობინება. პეტრ პაველი წარსულში იყო საკადრო სამხედრო - არმიის გენერალი. იყო ჩეხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყაზარმაში დაბადებულები. ავტომატი და დრონი რუსეთის სკოლებში

2024 წლის 1 სექტემბრიდან რუსეთის საშუალო სკოლის სასწავლო პროგრამას დაემატება ახალი საგანი „სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლები“, რომელიც ჩაანაცვლებს „სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლებს“.

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი: ისრაელი და „ჰამასი“ ძალზე ახლოს არიან მძევლების გათავისულფების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ განაცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ძალზე ახლოს არიან ისრაელელი მძევლების განთავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან. სხვა წყაროების თანახმად, ეს მოხდება პალესტინელი პატიმრებისა და საბრძოლო მოქმედებების პაუზების შემოღების სანაცვლოდ. აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ შუამავლების მეშვეობით თანხმდებიან 50 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებაზე, ძირითადად ქალებისა და ბავშვებისა. სანაცვლოდ ისრაელი გაათავისუფლებს 150 პალესტინელ პატიმარს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა კირბალის ინციდენტი ოკუპირებულ ცხინვალში განიხილეს

21 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები. ეს იყო ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა. ისინი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ძირითადად ოკუპაციის ხაზთან 6 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ. 6 ნოემბერს სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტური ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშთან ახლოს მოკლა. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში გამართული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მკვლელი“ გამათბობლები - რა უნდა ვიცოდეთ, ჩვენც რომ გადავრჩეთ და მეზობლებიც?

აცივებასთან ერთად გაზის გამათბობლების ჩართვის სეზონი დაიწყო. გაზის გაჟონვის ან აფეთქების გამო საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე უბედური შემთხვევა ხდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისში CO-თი მოწამვლით 8 ადამიანი გარდაიცვალა. და ეს ვითარების გაუმჯობესებად ითვლება.

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე, 50 ჟურნალისტი დაიღუპა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყებიდან

სულ მცირე, 50 ჟურნალისტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ომი დაიწყო პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ. „ჰამასი“ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, დაღუპულთაგან 45 იყო პალესტინელი რეპორტიორი, ოთხი - ისრაელელი და ერთი - ლიბანელი. მედიის სამი თანამშრომელი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, 11 დაიჭრა, 18 კი დაკავებულია. სად მუშაობდნენ მოკლული და დაჭრილი ჟურნალისტები, არ იტყობინებიან. ორგანიზაციის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ არ სჯერა გამოძიების კოსტა სანიკიძის დედას და რატომ ვერ აიცილა პოლიციამ დანაშაული?

მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა გიორგი გველესიანს, რომელსაც გამოძიება ედავება მსახიობ კოსტა სანიკიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას. მოლოდინი, რომ ბრალდებული დუმილს სასამართლოს სხდომაზე დაარღვევდა, არ გამართლდა.

Radiotavisupleba.ge 

რთვლის წინ დაფუძნებული კომპანია მევენახეებს ყურძნის საფასურს არ უხდის

50-მდე მევენახე ფერმერმა კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან სოფელ წინანდალში იმ შენობის წინ გამართა აქცია, რომელიც შპს „ართეგს“ ჰქონდა დაქირავებული და მევენახეებისგან ყურძენი ჩაიბარა. აქციის მონაწილეები კომპანიისგან ყურძნის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვენ.

Radiotavisupleba.ge 

საიდან მოვიტანოთ ფული - კორუფციის მასშტაბები აფხაზეთში 

ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ორი რამის ზღვარზეა, გაგების და ზნეობის. 30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, აფხაზეთი ჩრდილოეთ კორეისა და საბჭოთა კავშირის ყველაზე ცუდ ტრადიციებს გადაიღებსო, აღვშფოთდებოდი.

Radiotavisupleba.ge 

თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ კირბალში შიში გაძლიერდა

სოფელ კირბალის შესასვლელში ახლა პოლიციის სამი მანქანა დგას. ორი ეკიპაჟი კი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პატრულირებს. კირბალს მთა და ტყის მასივი ესაზღვრება, მთის მიღმა ოკუპირებული ღრომის ხეობაა, სადაც საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა განთავსებული.

Radiotavisupleba.ge 

ABC News: ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ აშშ-მა 30%-ით შეამცირა უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება

აშშ-ის ხელისუფლებამ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ 30%-ით შეამცირა უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება, იუწყება ABC News-ი კიევში მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით. საქმე ეხება 155 მმ კალიბრის ჭურვებს, რომლებსაც ნატოს ჯარები გამოიყენებენ და რომლებიც შეადგენს უკრაინისთვის მიწოდებული ყველა შეიარაღების პრაქტიკულად 60-70%-ს. როგორც  ABC News-ი შენიშნავს, კიევისთვის ამ ჭურვების მიწოდება უკიდურესად მნიშვნელოვანია. 155 მმ კალიბრის ჭურვების მიწოდების შემცირებაზე წყარომ ისაუბრა კიევში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის წინა დღეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კარელიაში, რუსეთ-ფინეთის საზღვართან დააკავეს ვადაგასული რუსული ვიზების მქონე 150-ზე მეტი უცხოელი

ერთი კვირის განმავლობაში რუსეთში, კარელიაში, დააკავეს ვადაგასული რუსული ვიზების მქონე 150-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც რუსეთ-ფინეთის საზღვრისკენ მიემართებოდნენ. ამის შესახებ RBC იტყობინება რეგიონის ხელმძღვანელზე, მარინა კაბატიუკზე დაყრდნობით. კაბატიუკის სიტყვებით, დაკავებულთა ბედს სასამართლო გაარკვევს. მათ ჯარიმა და რუსეთიდან იძულებით გასახლება ემუქრებათ. კაბატიუკის თქმით, მიგრანტების უდიდესი ნაწილი 18 ნოემბერს დააკავეს. ამ დღეს ფინეთმა რუსეთის საზღვარზე მოქმედი თავისი ოთხი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა "ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების ოჯახებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა იმ მძევლების ოჯახებს, რომლებიც 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში ჰყავს დაკავებული პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“. „ჰამასი“ აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მან ახლობლებს უამბო დიპლომატიური, სადაზვერვო და ოპერატიული ძალისხმევის შესახებ დატყვევებული ისრაელელების გასათავისუფლებლად. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება მანამდე იმუშავებს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული პირების გათავისუფლებაზე, სანამ წარმატებას მიაღწევს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო მშობიარე ქალს აყვანილი ექიმისა და გაუტკივარების ხარჯებს დაუფარავს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მშობიარე ქალს აყვანილი ექიმისა და გაუტკივარების ხარჯებსაც დაუფარავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებელია შესაბამისი კლინიკა ჩართული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. "მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს", - აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორთაჭალაში სატვირთო 15 წლის ბავშვს დაეჯახა - მოზარდი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ორთაჭალაში, 15 წლის ბიჭს სატვირთო დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ბავშვი დაღუპული დახვდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო აღმართზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც დაგორდა და დაეჯახა მოზარდს, რომელიც გზაზე გადადიოდა.  შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საჯარო სკოლაა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ზამთრის იერიშებისთვის ემზადება - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი, სავარაუდოდ, ამზადებს სივრცეს ზამთრის პერიოდში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე იერიშების განსახორციელებლად - წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. იგი ეყრდნობა 2023 წლის 18-19 ნოემბრის პერიოდში რუსეთის მიერ, სავარაუდოდ, კურსკიდან და კრასნოდარიდან, „შაჰედის“ დრონით განხორციელებულ „ტალღისებურ იერიშებს“ კიევის მიმართულებით.   „რუსეთის ერთ-ერთი სავარაუდო მიზანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოფიტვა და საბრძოლო სივრცის ჩამოყალიბება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის ზამთრის კამპანიამდე",... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხალხი პროპაგანდასთან პირისპირ არ უნდა დავტოვოთ - ბომბსაფარში მოსმენილი უკრაინელი ჟურნალისტების ამბები

რას ნიშნავს, იყო ჟურნალისტი ქალაქიდან, რომელიც აღარ არსებობს? ან ქალაქიდან, რომელიც ოკუპირებულია? ვისთვის უნდა შეაგროვო და მოჰყვე ამბებს - ადამიანებისთვის, რომლებიც წავიდნენ, თუ მათთვის, ვინც დარჩა? და რატომ?

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი მიიჩნევს, რომ გენერლების პოლიტიკაში ჩართვა ქვეყნის ერთიანობას საფრთხეს უქმნის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერლები გააფრთხილა, რომ პოლიტიკაში ჩართულობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას. ამის შესახებ მან The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა. ამ კონტექსტში ზელენსკიმ გაიხსენა ის გენერლები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან, გამოჩნდნენ უკრაინის პოლიტიკაში. "სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სამხედროებს პოლიტიკისკენ უბიძგებენ. ეს იყო 2014 წლის შემდეგ, როდესაც ყველა პოლიტიკურ პარტიას სურდა, რომ მისი წევრი გამხდარიყო სამხედრო, ომის ვარსკვლავი... Читать дальше...