რუსეთმა უკრაინას 113 დრონით შეუტია
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, რომელსაც “უკრაინსკაია პრავდა” ავცელებს, 21 დეკემბერს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა С-400-ის ტიპის რაკეტით და 113 დრონით. უკრაინის მხარის თანახმად, მათგან 57 ჩამოაგდეს, 56 - დაიკარგა. საზენიტო მართვადი - С-400 -ის ტიპის რაკეტა დონეცკიდან გაუშვეს და პოლტავის რეგიონის მიმართულებით გატყორცნეს. დრონებით იერიშის დროს, რომლებიც უკრაინის ბევრ რაიონზე განხორციელდა, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები დაეცა საცხოვრებელ სახლს და ადამიანები დააშავა. Читать дальше...