World News in Georgian
Январь
2025

Новости за 13.01.2025

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი გმობს ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებს - ანიტა ჰიპერი

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი, ეხმაურება ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის აქციაზე “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს

ზუგდიდში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს. მანამდე მან პიროტექნიკა გამოიყენა. უწყვეტ აქციაზე, ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ ბალაკლავის ტარებისთვის. ადგილზე იმყოფება “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ აკრავს საპროტესტო სტიკერებს წარწერით: “გაფიცვა -15 იანვარი. 15:00 -18:00”. ელენე ხოშტარიას სიტყვებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სისხლით დავიჭერ“ - პროკურატურა „ბათუმელების“ დირექტორის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

#თავისუფლებამზიას - ამ „ჰეშთეგით“ სოციალურ ქსელში ვიდეოები ვრცელდება - ჟურნალისტები, რეჟისორები, მწერლები, აქტივისტები, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები ხელისუფლებას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. „ბათუმელების“ დირექტორი პოლიციამ 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე ორჯერ დააკავა.

Radiotavisupleba.ge 

Bloomberg: რუსეთის ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩინეთის აღმოსავლეთით ტივტივებს, აშშ-ის სანქციების დაწესების შემდეგ

სამი ტანკერი, რომლებსაც გადააქვს ორ მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი, ჩინეთის აღმოსავლეთით, წყალზე ტივტივებს მას მერე, რაც პარასკევს მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში - ხომალდების კვალის აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა Bloomberg-ი. გავრცელებული ვარაუდით, ტანკერები ეკუთვნის "ჩრდილოვან ფლოტს" - ტანკერთა ჯგუფს, რომლებსაც იყენებენ რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რიუტე: ნატოს ქვეყნებმა თავდაცვაზე უფრო გონივრულად უნდა ხარჯონ ან მშპ-ის 3,7 პროცენტი გაიღონ

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ორშაბათს განაცხადა, რომ ალიანსის სამხედრო შესაძლებლობების სამიზნეთა დაკმაყოფილებისთვის, წევრ ქვეყნებს შესაძლოა მოუწიოთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3,7%-ის დახარჯვა თავდაცვაზე - მაგრამ ახალი ინიციატივების და ერთობლივი შესყიდვების ხარჯზე, ეს რიცხვი შესაძლებელია შემცირდეს. რიუტეს განცხადებას ავრცელებს სააგენტო "როიტერსი". აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე უნდა გაიღონ თავ-თავიანთი მშპ-ის 5% - რაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ბაბილოსთან" დაკავებულ შაკო მაღრაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულ შაკო მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ადვოკატები კი 300-300 ლარით დააჯარიმა. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, მოსამართლემ ვერ აიტანა, "სრულყოფილი, თავისუფალი ადამიანების დაცვა". "ადამიანს ის მოსამართლე ასამართლებს, რომლის ქმედებების გამო დაიჭირეს იგი. ეს არის კანონდარღვევა. დღეს ადვოკატები დაგვაჯარიმეს იმიტომ, რომ ჩვენ, ადვოკატები, თავისუფალ ადამიანებს ბოლომდე დავიცავთ. ამ სასამართლოში ყველანაირი სამართლებრივი ზღვარი წაშლილია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფიცო ზელენსკის შეხვედრას სთავაზობს გაზის ტრანზიტის განხილვისთვის

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსეთის გაზის მიწოდების საკითხზე სამსჯელოდ ორი ქვეყნის სასაზღვრო სივრცის რაიონში შეხვედრა შესთავაზა. ეს შეთავაზება გამოთქმულია ფიცოს ღია მიმართვაში, რომელიც ფეისბუკით გამოქვეყნდა. ფიცო თვლის, რომ ამგვარი შეხვედრა "შექმნის კარგ პირობებს ღია საუბრისთვის სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნებისთვის უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის მიწოდებაზე". ფიცოს სიტყვებით, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას დიდი ზიანი მოაქვს საკუთრივ უკრაინისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ყოველთვის გაეცემათ პასუხი" - ზარქუა და სანიკიძე გაბიტაშვილზე თავდასხმაზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, აბუ-დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე ფიზიკური თავდასხმის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "ყოველთვის გაეცემათ პასუხი უსამშობლოებს".

ИА «Новости-Грузия» 

Фашизм обязательно закончится – Каладзе

У людей могут быть разные политические взгляды, но из-за этого нельзя никого наказывать, тем более подвергать словесному и физическому насилию, сказал генсек правящей партии

Radiotavisupleba.ge 

უილსონი: ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დონალდ ტრამპს "[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ" მოუყვა.

Radiotavisupleba.ge 

ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა

„ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული მთავრობის იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა ირაკლი (დაჩი) ბერაია, - „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ექვს ქვეყანას სურს, შემცირდეს რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასი

ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ ევროკომისიას მიმართა მოწოდებით, შემცირდეს რუსეთის ნავთობზე დაწესებული მაქსიმალური ფასი, რომელიც "დიდი შვიდეულის"(G7) ქვეყნებმა განსაზღვრეს 60 დოლარად ბარელზე. ამ ცნობას ავრცელებენ "როიტერსი" და სხვა საინფორმაციო საშუალებები. დოკუმენტს ხელს აწერენ ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის სახელმწიფოები. ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თვლიან, რომ მაქსიმალური ფასის შემცირებას მოჰყვება რუსეთის მოგების შეკვეცა - ეს კი ნიშნავს, რომ მოსკოვი ვეღარ შეძლებს უწინდელი მოცულობით დააფინანსოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის დატყვევებული სამხედროები მას სარგებლიან ინფორმაციას აწვდიან

უკრაინის სამხედრო დაზვერვის (HUR) განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ორ ჯარისკაცს, რომლებიც რუსეთის მხარეს ბრძოლისას დაატყვევეს, კვლავ დაკითხვას უტარებენ და კიევი მზადაა, ისინი გაცვალოს უკრაინელ ტყვეებში, თუკი ამგვარი გაცვლის ორგანიზატორი იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. 13 იანვარს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში HUR-ის წარმომადგენელმა იევჰენ იერინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა დატყვევება კიევს "ბევრ სარგებლიან შესაძლებლობას" უჩენს. მას მერე, რაც ფხენიანის ძალები რუსეთის მხარეს ბრძოლაში ჩაერთნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაბიტაშვილი, რომელსაც „ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიციაში ჩივის - მეგობარი

ლაშა გაბიტაშვილის მეგობარი, ნიკა ხატიაშვილი, აცხადებს, რომ გაბიტაშვილი, - რომელსაც 13 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ პარლამენტარები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, - ცდილობს, საქმე აღძრას მათ წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია გაბიტაშვილმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით თავადაც დაუდასტურა რადიო თავისუფლებას. მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ბათუმელების“ დირექტორს ბრალდება წარუდგინეს

გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა - მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

Radiotavisupleba.ge 

მედიის თანახმად, ისრაელი და ჰამასი "ძალზე ახლოს" არიან საბოლოო შეთანხმებასთან

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და დაჯგუფება ჰამასის მიერ (აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული) ისრაელში აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებზე, რომელიც დოჰაში მიმდინარეობს, ისრაელისა და დასავლური წყაროების თანახმად, ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. როგორც Reuters-ი იუწყება, 12-დან 13 ნოემბრის ღამეს „გარღვევა“ იქნა მიღწეული მოლაპარაკებებზე, რომელიც კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით წარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო - ომარ ოკრიბელაშვილი საპროცესო შეთანხმებისთვის მზადაა

ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვარს გაგრძელდება. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება. 13 იანვრის სხდომაზე გაჟღერდა საპროცესო შეთანხმების საკითხი. პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ მზად იყო დასკვნითი სიტყვისთვის, თუმცა ადვოკატმა პირველად ახსენა პოზიცია საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე. "ჩვენ მომართვის განხილვის ვალდებულება გაგვაჩნია და წერილობით პასუხს გავცემთ”, - განაცხადა ჭიტაძემ. ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა დავით გამყრელიძემ სხდომაზე თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სრული ნდობა გვაქვს ირაკლი გილაურისადმი - „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო აცხადებს, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისადმი, ირაკლი გილაურისადმი „სრული ნდობა გააჩნია“, არ ეთანხმება მისდამი სანქციების დაწესებაზე მოსაზრებას და ასევე აცხადებს, რომ კომპანია პოლიტიკურ პროცესში არ ერევა.

Radiotavisupleba.ge 

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზორან მილანოვიჩმა, რომელიც უკრაინის დახმარების წინააღმდეგია

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების თითქმის 74,7% მიიღო. მილანოვიჩის ოპონენტმა, განათლების ყოფილმა მინისტრმა დრაგან პრიმორაცმა 25,3% დააგროვა. საარჩევნო უბნებზე მისულმა ამომრჩეველთა კიდევ 3,8%-მა გააფუჭა ბიულეტენები იმით, რომ მასზე მესამე კანდიდატი დაწერა ან განაცხადა, რომ არცერთი წარმოდგენილი კანდიდატი არ არის მისთვის შესაფერისი. თუმცა, დაანგარიშებისას მათი არჩევანი არ იქნა გათვალისწინებული. არჩევნებში აქტივობამ თითქმის 44,2% შეადგინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენმა პირობა დადო, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხში ყველაზე ძლიერ პოზიციებს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უზრუნველყოს ძლიერი პოზიციები საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. კრიტიკოსების შიშების თაობაზე, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ომი შეიძლება არ დასრულდეს უკრაინის სასარგებლოდ, ბლინკენმა თქვა, რომ „მოცემულ ეტაპზე სპეკულირებას არცერთი ჩვენგანისთვის არა აქვს აზრი.“ „რასაც აქვს აზრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ - ლანდსბერგისი პაპუაშვილის ნათქვამზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც წინა დღეს განაცხადა, რომ „საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია“.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინამ დრონებით შეუტია „თურქეთის ნაკადის“ სადგურს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 13 იანვარს, განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს კრასნოდარის მხარეში მდებარე საკომპრესორო სადგურ „რუსკაიას“, რომელიც უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას მილსადენ „თურქეთის ნაკადით“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 9 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა 11 იანვარს განხორციელდა. ორი დღის შემდეგ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის მიზანი იყო ევროპის ქვეყნებში გაზის მიწოდების შეწყვეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით... Читать дальше...

ИА «Новости-Грузия» 

Громкие международные преступления: главные уголовные дела Грузии 2024 года

Уголовная хроника 2024 года очень отличалась от обычной: на этот раз сводки преступлений сильно разбавлялись уголовными делами с акций протеста с начала марта-мая, а после ноября-декабря – и громкими скандальными заявлениями СГБ Грузии о планируемых преступлениях

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 13 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 12 იანვრის საღამოს შვიდი საათიდან და გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს შეუტიეს 110 დრონით. საჰაერო ძალების ინფორმაციით, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და დონეცკის ოლქებში ჩამოაგდეს 78 დრონი, კიდევ 31 კი ლოკალურად დაიკარგა. Читать дальше...