World News in Georgian

მარია ზახაროვა: რუსმა ტურისტებმა საქართველოში თავი ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რუს ტურისტებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პასუხობს. იგი ამბობს, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში თავი არა მარტო უსაფრთხოდ, ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ და დაისვენონ. მათ არ უნდა იკითხონ  ცნობები შიდაპოლიტიკური ცხოვრების შესახებ და გვერდი აუარონ ხალხმრავალ ადგილებს, როგორც ეს მათ ურჩია საქართველოს  ტურიზმის სამინისტრომ, - აღნიშნავს მარია ზახაროვა.




„ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები“, - განაცხადა სალომე  ზურაბიშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის იმ ბრძანებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა იკრძალება.

Читайте на сайте