World News in Georgian

"შეგაკვდებით და არ გაპატიებთ დათხრილ თვალებს" - აქციის მონაწეების ნაწილი შიმშილობას იწყებს

"შეგაკვდებით და არ გაპატიებთ დათხრილ თვალებს", — განაცხადა პარლამენტის წინ  მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას.


აქციის მონაწილეების ნაწილის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, შიმშილობას დაიწყებენ. ამის შესახებ აქცია #სირცხვილიას ტრიბუნასთან  მათმა წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 


პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.


აქცია უკვე მეოთხე დღეა იმართება და მისი მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

Читайте на сайте