World News in Georgian

რუსთავში 2000 ადამიანზე გათვლილი ჰიგიენური საშუალებები 30 წუთში დარიგდა

"ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივამ", გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან ერთად, 30 წუთში უფასოდ გასცა ორ-ორი ათასი ცალი ადგილობრივი წარმოების პირბადე, ლატექსის ხელთათმანები, 120-მილიგრამიან კონტეინერში ჩასხმული ანტისეპტიკური ხსნარი. თითო ადამიანზე სამ პირბადეს, ერთ წყვილ ხელთათმანს და ერთ კონტეინერ ხსნარს გასცემდნენ.


პაპუნა პაპავამ, გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსახლეობის აქტიურობა მოსალოდნელი იყო, რადგან ქალაქის აფთიაქებში არ იშოვება პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარები და ხელთათმანები.


"თუ იშოვება, მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელ ფასებში", თქვა პაპუნა პაპავამ. მისი თქმით, ჰიგიენური საშუალებები მათ ქართულ-ამერიკულმა ფონდმა გადასცა. ნაწილი თავად შეიძინა.


რუსთავის სააფთიაქო ქსელში გამქრალია ანტისეპტიკური ხელსახოცები, არ იშოვება პირბადეები, ზოგან, პატარა აფთიაქში, პირბადის ფასი 1,5-დან 1,8 ლარამდე მერყეობს, ე.წ. მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ფასი კი - 7-დან 11 ლარამდე. პაპუნა პაპავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გეგმავენ მსგავსი აქციების

გაგრძელებას.

Читайте на сайте