დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური
დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ქუთაისში ჩატარდა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც. 8 საათზე გახსნილი საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20 საათზე დაიხურა.
21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი ემსახურებოდა; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი იყო 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ამომრჩეველი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 17 საათის მონაცემებით მათი აქტივობა 20,74%-ს შეადგენდა.
არჩევნებში მონაწილეობას საერთო ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები ღებულობდნენ, თუმცა მათგან „ქართული ოცნების“ გარდა, 5 ბოიკოტის რეჟიმში იყო. ამის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენებში მათი კანდიდატები მაინც იყვნენ შეყვანილები. კანონი მეორე ტურიდან კანდიდატურების მოხსნას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა ოპოზიციის კანდიდატებისთვისაც მიეცა ხმა.
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმეტესობას მიიღებს.
არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნიეს და არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნეს. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.