კონკრეტული დარღვევები და უჩვეულო სიმშვიდე - არჩევნების მეორე ტური კახეთში
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კახეთის ერთ საარჩევნო ოლქში ჩატარდა, რომელშიც 4 მუნიციპალიტეტია (ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი) გაერთიანებული. ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო. საარჩევნო უბნებზე ისეთი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა, როგორიც პირველი ტურის არჩევნების დროს არ ყოფილა.