ევროკომისიამ ბლოკის წევრებს შესთავაზა, გაზის და ბირთვული ენერგიები „მწვანედ“ ჩაითვალოს
ევროკომისიის წინადადებით, გარკვეულ ვითარებაში, გაზის და ბირთვული „მწვანე,“ ანუ ეკლოგიურად სუფთა ენერგიებად შეიძლება ჩაითვალოს. დოკუმენტის პროექტი გაეგზავნათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.
თუ ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ მიიღო წინადადება, ის 2023 წელს ძალაში შევა, როგორც ევროკავშირის კანონი.
Dpa წერს, რომ წინადადება წარდგენილია კავშირის ვადამდელი დაფინანსების ჩარჩოებში და მას მიძაფრი დაპირისპირება მოჰყვება, რადგან ევროკავშირის წევრებს შორის ენერგომატარებლების ეკოლოგიურობის გარშემო დიდი აზრთა სხვადასხვაობაა.
საფრანგეთის ამ ინიციატვას, ეს ქვეყანა ბირთვულ ენერგეტიკაზეა დამოკიდებული, მძარ წინააღმდეგობას უწევენ ავსტრია და გერმანია.
31 დეკემბერს ბერლინმა დახურა ქვეყანაში მოქმედი ექვსი ატომური ელექროსადგურიდან, სამი. დანარჩენი სამის დახურვა იგეგმება მომავალი წლის ბოლომდე.
გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, შტეფი ლემკემ, თქვა, რომ გაზის და ბირთვული ენერგიების "მწვანედ" მიჩნევა "შეცდომაა" და რომ ბირთვულ ენერგიას შეუძლია "მიგვიყვანოს გამნადგურებელ ეკოლოგიურ კატასტროფებამდე".
ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრმა, ლეონორე გევესლერმაც გააკრიტიკა პროექტი და ბირთვულ ენერგიას უწოდა "წარსულის ენერგია," რომელიც "ძალიან ძვირი და ძალიან ნელი" გამოდგა კლიმატის ცვლიბებებთან ბრძოლისთვის.
გაზის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ის ნახშირზე უფრო სუფთაა, ხოლო ბირთვულისა, რომ ის არ ზემოქმედებს ნახშირჟანგის აირის გამოყოფაზე.
წინადადების თანახმად, ელექტროსადგურები, რომლებიც ბუნებრივი აირით მუშაობს, სათბურის აირის გამოყოფის მხრივ მკაცრად იქნება შეზღუდული, თუ 2030 წლის შემდეგ აიგება. ამავე დოკუმენტის თანახმად, ატომური პროექტები „მწვანედ“ იქნებიან მიჩნეული, თუ 2045 წლამდე მიიღებენ მშენებლობის უფლებას.
გაზის ელექტროსადგურების მოწინააღმდეგები თვლიან, რომ „უფრო სუფთა“ არ ნიშნავს „სუფთას“, ხოლო ბირთვულ ენერგეტიკის ოპონენტების აზრით, აუცილებელია სახიფათო ნარჩენების უტილიზაცია - გადამუშავების პრობლემის მოგვარება და რომ ატომური სადგურები საფრთხეს წარმოადგენენ საშიში ავარიების შემთხვევაში.