World News in Georgian

ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ” ადამიანი და მასზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებად გამოაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუკზე" წერს პარტია „ქართული ოცნების" დაფუძნებიდან ათი წლისთავის შესახებ. 


„ზუსტად ათი წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი კრება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად დაფუძნდა ჩვენი პარტია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქვეყანაში ავტოკრატიული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეცილებინა და საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება დაგვეწყო.


“ქართულმა ოცნებამ” ადამიანი და მასზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებად გამოაცხადა და ამ კურსიდან არასდროს გადაუხვევია. ჩვენი პოლიტიკური ძალა ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის პატივისცემაზე დგას, განუხრელად იცავს კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლიერებს. ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი და მედია, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვითარება უკეთესობისკენ არის შეცვლილი და საქართველო ჩვენი ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო უახლოვდება ერთიან ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას.


ჩვენ ვართ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი", - წერს ღარიბაშვილი. 

Читайте на сайте