ტვერში ხანძარი გაუჩნდა თავდაცვის სამინისტროს ობიექტს. არიან დაღუპულები და დაჭრილები
ტვერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო ინსტიტუტის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ხანძრის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
როგორც სააგენტო "ტასი" იუწყება რეგიონის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით, დაიღუპა 7 და დაშავდა 27 ადამიანი. ბევრმა ტრავმები მიიღოს იმის გამო, რომ ფანჯრებიდან გადახტომით უშველეს საკუთარ თავს.
სააგენტო "ინტერფაქსის" წყარო იტყობინება, რომ ხანძარი მოხდა რუსეთის კოსმოსური ძალების ერთ-ერთ ინსტიტუტში. სავარაუდოდ, ეს არის თავდაცვის სამინისტროს მე -2 ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტი. ხანძარი შენობის მეორე სართულზე ხის იატაკს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რადგან შენობის კედლები შიგნიდან პლასტმასით არის დაფარული. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი კვამლის გამო, ხალხის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, მათ ფანჯრებიდან გადახტომა მოუხდათ.
"ტელეგრამის" არხის "ომი მალე მოდის" თანახმად, კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ცნობილია იმით, რომ მონაწილეობა მიიღო "ისკანდერების", საზენიტო დანადგარებისა და ასევე "სტელსის" სისტემების შემუშავებაში ტუ-160 სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის.