World News in Georgian

თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, მამაკაცმა მეუღლეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაშინ მოხდა, როცა ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. არსებული ცნობით, მეუღლეებს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Читайте на сайте