World News in Georgian

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს, ბრიფინგს გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზე დაიწყება.

ბრიფინგი სავარაუდოდ, ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იტალიაში და ბრიუსელში იმყოფებოდა.

Читайте на сайте