"ყველა ზომა" ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის - რა შემთხვევაში ირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი?
ევროპელ დეპუტატებთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაჟინებული დაპირისპირებისა და "ფარდის ახდის" დაპირების ფონზე, ბოლო დღეებში საქართველოში ბევრმა გაიხსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს.