World News in Georgian

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.  


სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ.


„გვაქვს ყველა შესაბამისი აღჭურვილობას“, - განაცხადა დაჩი სუხიშვილმა.


ტელეკომპანია ბოჯომის ცნობით, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.


„თემის რწმუნებულის გურამ მაისურაძის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო, გართულებულია ტექნიკის ადგილამდე მიყვანა. ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არინ დამატებითი ჯგუფები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან“, - წერს ტელეკომპანია ბორჯომი თავის ვებ-საიტზე.

Читайте на сайте