World News in Georgian

 Telegraph: FBI-იმ ტრამპის რეზიდენციიდან ირანთან და ჩინეთთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან FBI-იმ საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო, რომლებიც ირანისა და ჩინეთის დაზვერვის ინფორმაციას შეიცავდა, – ამის შესახებ Telegraph-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„ზოგიერთი საიდუმლო მასალა შეიცავდა უკიდურესად მნიშვნელოვან დაზვერვის ინფორმაციას ირანისა და ჩინეთის შესახებ“, – აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტების სხვა პირების ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, რომ მათ ინფორმაცია მიეღოთ დაზვერვის ინფორმაციის შეგროვების იმ საიდუმლო მეთოდებზე, რომლებსაც შეერთებული შტატები იყენებს.

Читайте на сайте