World News in Georgian

ესპანეთში დანაშაულებრივი ჯგუფი უკრაინელ ლტოლვილებს ამუშავებდა იატაკქვეშა ფაბრიკებში

ესპანეთის პოლიციამ დაარბია ბანდა, რომელიც სამ იატაკქვეშა თამბაქოს ფაბრიკაში ამუშავებდა რუსეთის ინტერვენციას გამოქცეულ უკრაინელებს.


სავარაუდოდ კონტრაბანდით შემოჰქონდათ „დიდი რაოდენობით“ თამბაქო, რომლითაც არალეგალურად ამზადებდნენ სიგარეტებს და შემდეგ მათ ყიდდნენ ესპანეთსა და მეზობელ ქვეყნებში, განაცხადა 22 იანვარს ესპანეთის პოლიციამ.


პოლიციის თანახმად, დანაშაულებრივი დაჯგუფება იატაკქვეშა ფაბრიკებში ამუშავებდა ესპანეთში არალეგალურად ჩასულ უკრაინაელებს ან იმათ, ვინც ომს გამოექცა და ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდა ევროპაში.


ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ სპეციალურად მათთვის მომზადებულ კონტეინერებში, მათი სამუშაო დრო აღემატებოდა ნორმალურს, ბანდის ლიდერები კი „დიდი რაოდენობით ფულს ათეთრებდნენ“ და „ფუფუნებაში ცხოვრობდნენ“ კურორტ მარბელაში, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

Читайте на сайте