World News in Georgian

დღე ისტორიაში – 14 მაისი

2013 წელს დენ ბრაუნმა გამოუშვა თავისი მეოთხე რომანი და ვინჩის კოდის სერიიდან, Inferno, რასაც მყისიერი წარმატება მოჰყვა.

1986 წელს ნიდერლანდების ომის დოკუმენტაციის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანა ფრანკის სრული დღიური.

1973 წელს აშშ-ს პირველი კოსმოსური სადგური Skylab დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს.

1969 წელს დაიბადა ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი.

1948 წელს ისრაელმა ბრიტანეთის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1942 წელს ჩამოყალიბდა აშშ-ს ქალთა არმიის დამხმარე კორპუსი (WAAC).

1938 წელს გამოვიდა რობინ ჰუდის თავგადასავალი, რომლის რეჟისორიც გახლდათ მაიკლ კერტიზი, ხოლო მთავარ როლებში ეროლ ფლინი და ოლივია დე ჰევილენდი თამაშობდნენ.

1787 წელს დელეგატებმა შეკრება დაიწყეს ფილადელფიაში, აშშ-ს კონსტიტუციის შესამუშავებლად.

1607 წელს ლონდონის ვირჯინიის კომპანიის მიერ დაფინანსებულმა მიგრანტებმა დააარსეს ჯეიმსთაუნი.

წყარო/ფოტო: The Fact Site

Читайте на сайте