კარგად ვიცით, რომ რუსეთთან ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კმ-მდეა - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოლდოვაში ჟურნალისტებმა სთხოვეს, განემარტა ორი დღის წინ ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე ნათქვამი მისი სიტყვები - "საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ-იანი რუსეთთან". მისი თქმით, სასაცილოა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით", - თქვა ღარიბაშვილმა.
ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრატისლავაში უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა, სადაც მან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გატარებულ სტრატეგიაზე ისაუბრა.
"2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა. ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ-იანი რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა", - თქვა მან 30 მაისს ღარიბაშვილმა.
იმ დღეს ის ოპონენტებმა გააკრიტიკეს და შეახსენეს, რომ საქართველოს რუსეთთან 900 კმ-იანი საზღვარი აქვს. მოგვიანებით ამ საკითხზე განმარტებების გაკეთება მოუწიათ მის თანაგუნდელებს.
"გააჩნია რა კონტექსტში იყო საუბარი, თუ საუბარი იყო საზღვრის კონტროლზე, ეს ცალკე თემაა და თუ არის საუბარი სახელმწიფო საზღვარზე, ეს ცალკე თემაა. კონტექსტი არ ვიცი რა იყო. თუ იყო საუბარი დე ფაქტო საზღვრის კონტროლის პრობლემაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება ისაუბრო სხვა ციფრზე, სახელმწიფო საზღვარი არის სახელმწიფო საზღვარი. არაფერია სასპეკულაციო", - უთხრა ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.