ევროპის პარლამენტი ეჭვქვეშ აყენებს უნგრეთის ვარგისიანობას ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობისთვის
ევროპის პარლამენტმა ეჭვქვეშ დააყენა, რამდენად მიზანშეწონილია დაიკავოს უნგრეთმა ევროპული საბჭოს მორიგე თავმჯდომარის პოსტი მომავალ წელს.
ევროპის პარლამენტის წევრების დიდმა უმრავლესობამ 1 ივნისს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს იმის თაობაზე, გაართმევს თუ არა უნგრეთი მოცემულ დავალებას თავს.
ევროკავშირს უთანხმოება აქვს უნგრეთთან ევროკავშირის არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ მისი ფასეულობების ერთგულების მხრივაც. უნგრეთმა მორიგე თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავოს ივლისიდან 2024 წლის დეკემბრამდე.
ევროპის კავშირს ამჟამად გაყინული აქვს დაახლოებით 30 მილიარდი ევრო უნგრეთისთვის გამოყოფილი სახსრებიდან. მისი მტკიცებით, უნგრეთის სასამართლო და ზედამხედველობის ორგანოები არ არის საკმარისად დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობისგან, რათა უზრუნველყონ ევროპის კავშირის სახსრების სწორად გამოყენება.
პარლამენტის დადგენილების მიხედვით, ბოლო წლებში უნგრეთში, მაგალითად, ზოგიერთი კანონი მიღებული იქნა საკმარისი საპარლამენტო კონტროლის გარეშე.
ევროპის პარლამენტი ახლა სთხოვს ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოძებნონ საკითხის "სათანადო გადაწყვეტა" და დასძენს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს ჩარევა და შესაბამისი ზომების მიღება. უნგრეთთან ევროკავშირის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 2015 წელს მიგრაციის საკითხში, როცა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სასაზღვრო ზღუდე ააგო და ლტოლვილების მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. დაახლოებით იმავე დროს, თაღლითობასთან ბრძოლის ევროკავშირის სააგენტომ OLAF-მა, განგაში ატეხა უნგრეთისთვის ევროკავშირის მიერ საერთო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზანშეწონილად გამოყენების გამო.