საინტერესო ფაქტები ივნისის მთავარი ქვების შესახებ
ივნისის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი ინაწილებს, ტყუპები და კირჩხიბი. მათი დაბადების ქვებია მარგალიტი, მთვარის ქვა და ალექსანდრიტი.
1900-იანი წლების დასაწყისში ივნისს მხოლოდ ორი დაბადების ქვა ჰქონდა: მარგალიტი და მთვარის ქვა. 1952 წელს კი, სიას ალექსანდრიტიც დაემატა.
ითვლება, რომ მთვარის ქვა ქალურობის, სიყვარულის და ნაყოფიერების სიმბოლოა, ხოლო ალექსანდრიტი – იღბლისა და კეთილდღეობის.
უძველესი მარგალიტი 7500 წელზე მეტი ხნის წინ თანამედროვე აბუ დაბიშია მოპოვებული.
ძველ ჩინეთში ითვლებოდა, რომ მარგალიტი იცავდა ცეცხლისა და დრაკონებისგან, ხოლო ოქროს მარგალიტი კეთილდღეობასა და იღბალთან ასოცირდებოდა.
ინდუისტური მითების თანახმად, მთვარის ქვები წარმოიქმნება მთვარის სხივებისგან, ამიტომ ისინი მჭიდრო კავშირშია მთვარის ძალებთან. ძველი ბერძნები და რომაელები ასევე უკავშირებდნენ ამ ძვირფას ქვას თავიანთ მთვარის ღვთაებებს.
მთვარის ქვებს აქვს სამკურნალო თვისებები. ასევე მათ მჭიდრო კავშირი აქვთ წყლის ზოდიაქოს ნიშნებთან, როგორიცაა კირჩხიბი, მორიელი და თევზები. ითვლება, რომ მთვარის ქვის ტარება ადამიანს უარყოფითი აზრებისგან ათავისუფლებს.
მთვარის ქვები მოიპოვება მსოფლიოს მრავალ ადგილას, როგორიცაა შრი-ლანკა, აშშ, გერმანია და მადაგასკარი.
მრავალი მითის თანახმად, ალექსანდრიტი აძლიერებს შემოქმედებით უნარებს და შეუძლია დადებითი ენერგიის მოზიდვა.
ალექსანდრიტს ასევე უწოდებენ ფარშევანგის ქვას, მისი გარდამავალი ფერების გამო.
მარგალიტი იმით არის უნიკალური, რომ იგი ერთადერთი დაბადების ქვაა, რომლიც ცოცხალი არსების, მოლუსკის, ორგანიზმში მოიპოვება.
წყარო/ფოტო: The Fact Site