რუსული თვითმფრინავი, რომელიც უკრაინულმა დრონმა გაანადგურა, ზებგერითი ბომბდამშენი აღმოჩნდა
რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც 19 აგვისტოს უკრაინულმა დრონმა ნიჟნი ნოვგოროდის სამხედრო აეროდრომზე გაანადგურა, რუსული ზებგერითი ბომბდამშენი, „ტუ-22-მ3“ აღმოჩნდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
სოლცის აეროდრომი, რომელზეც რუსული ბომბდამშენი ააფეთქეს, უკრაინის საზღვრიდან 700 კმ-ში მდებარეობს, ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სულ უფრო შორ მანძილზე მოქმედი შეტევითი საშუალებები უჩნდებათ.
თვითმფრინავის დაზიანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. მისი ინფორმაციით, შეტევის დროს არავინ დაშავებულა.