World News in Georgian

ტრამპმა ხაზინის მდივნის პოსტზე მილიარდერი სკოტ ბესენტი წარადგინა

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარადგინა სკოტ ბესენტი, მილიარდერი ბიზნესმენი.


62 წლის სკოტ ბესენტი არის საინვესტიციო ფირმის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელი. დასავლური მედია წერს, რომ ბესენტი, სავარაუდოდ, ტრამპის სურვილის კვალდაკვალ, გაატარებს გადასახადების შემცირებისა და მკაცრ სატარიფო პოლიტიკას.


78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.


ტრამპი თანამდებობას ოფიციალურად 2025 წლის 20 იანვარს დაიკავებს.




 

Читайте на 123ru.net