თბილისი ევროპის ფერებში – ▶ვიდეო
ევროკომისიამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებასთან დაკავშირებით პოზიტიური ანგარიში წარმოადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ 2016 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცემა. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის სატელევიზიო ანძა, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლამდე მისასვლელი გზა და მშვიდობის ხიდი სიმბოლურად ევროკავშირის ფერებში განათდა.