"ქურთისტანის მუშათა პარტიამ" (PKK) გამოაცხადა, რომ “ისტორიული გადაწყვეტილება” მიიღო, თუმცა დაშლა ოფიციალურად არ დაუდასტურებია
"ქურთისტანის მუშათა პარტიამ" (PKK) 9 მაისს განაცხადა, რომ კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო. თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, ნიშნავს თუ არა ეს ამ დაჯგუფების დაშლას ან განიარაღებას. ამის შესახებ ცნობებს Associated Press ავრცელებს.