ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის ერთხმად მისაღებად თავდაპირველად 3 საათიანი ვადა განესაზღვრათ
თუ ისინი ვერდიქტს ერთხმად ვერ მიიღებენ, დამატებით ექვსსაათიანი დრო განესაზღვრებათ, რომლის ფარგლებში 8 ხმით 4-ის წინააღმდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.