ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა
ბოლო ინფორმაციით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ლუდსახარშ “ყაზბეგთან” ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. დაშავებული ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთნ დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.