ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი პატიმრობიდან გათავისუფლდა
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც 2030.news-ს ხარშილაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი სასჯელის მოხდა გახდა. ადვოკატის განმარტებით, ხარშილაძეს 2-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კობა ხარშილაძეს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მსჯავრი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაედო და წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხარშილაძეს მანამდე 2-წლიანი […]