„ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა შპს-ს დირექტორად და არა ტელეკომპანიის დირექტორად“ - კიკაბიძე „მაესტროს“ სახელით მაუწყებლობას იწყებს
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ სავაჭრო ნიშანი „მაესტროს“ დარეგისტრირება მოხდა ჩემ მიერ, 2011 წლის 29 დეკემბერს, მაშინ, როდესაც მე ვიყავი ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი. ეს სახელი მანამდეც იყო გამოყენებული სატელევიზიო სივრცეში და მოფიქრებული იყო ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ, თუმცა 2011 წლის 29 დეკემბერს მოხდა დარეგისტრირება ბატონი ეროსი კიწმარიშვილისგან ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო.