World News in Georgian

ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლა შედგა ენგურის ხიდთან

ქართულმა მხარემ, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 13 პატიმრის გათავისუფლება მოახერხა. პატიმრები სასჯელს ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გათავისუფლებული 13 მოქალაქის სანაცვლოდ, ცნივალსა და სოხუმს 4 პატიმარი გადაეცა. პატიმრების გაცვლა გალის რაიონის სოფელ ოტობაიასთან ე.წ. პირობით საზღვარზე მოხდა.

Читайте на сайте