World News in Georgian

ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა

ბელგიური მედია ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი მაუწყებლის, VRT-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. 20 ადამიანი მეტროპოლიტენში, ხოლო  14  აეროპორტში აფეთქებებს ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 130-ს აღემატება. შეგახსენებთ, რომ ბელგიის დედაქალაქში ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

Читайте на сайте