„ადამიანი, რომელმაც ამდენი რამ გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, იმის ღირსი არ არის, რომ როგორც მინიმუმ თუნდაც ჰობის გამო ერთი ხე ვაჩუქოთ?"
სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 40 მეტრი სიმაღლის ასწლოვანი ხის ციხისძირის სანაპიროდან ურეკის დენდროლოგიურ პარკში გადატანას. ამ თემასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მრჩეველი, ოთო აბესაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.