უბედური შემთხვევა ტყიბულში – გოგონა კლდიდან გადავარდა
უბედური შემთხვევა ტყიბულში. მთასაყდრის სამლოცველოს ტერიტორიაზე მიმავალი ტურისტი გოგონა კლდიდან გადავარდა. როგორც “მარშალპრესს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს დაშავებული გოგონა დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა და მის დასახმარებლად თბილისიდან სამი სამაშველო ჯგუფის და ერთი ვერტმფრენის გაგზავნა გახდა საჭირო. ბოლო ინფორმაციით გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.