“გამორიცხული არაფერი არ არის” – სოსო ალავიძე
თბილისის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო ალავიძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან დღეს, პაატა ბურჭულაძის პარტიის ყრილობაზე განაცხადა. ალავიძეს მოწონს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პროგრამა, თუმცა პარტიაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს .