World News in Georgian

პრემიერის და სოფი ლორენის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო კინოლეგენდა, სოფი ლორენს შეხვდა. “მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს, – მიმართა პრემიერმა სოფი ლორენს. სოფი ლორენი საქართველოში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის – “ნატვრის ხე” მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მიიმართება.

Читайте на сайте