ამალი-დევდორაკის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის ეროვნულ სიტუაციურ ოთახში ჩატარდა, ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო.