ლევან ვარშალომიძეს, სარფში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, მამაკაცმა ფეხსაცმელი ესროლა
აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს, ლევან ვარშალომიძეს, რომელიც უკვე საქართველოშია, სარფში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მამაკაცმა ფეხსაცმელი ესროლა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. როგორც ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, საქართველოში მისი დაბრუნების მიზანი, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად სარფში მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, საქართველოს ყოფილი ლედი, სანდრა რულოვსი იმყოფება.