“იმედი”-ს ყოფილი გენ.დირექტორი – “იარაღი მომადო და მითხრა შუბლს გაგიხვრეტო”
2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედი”-ს დარბევის დროს, არხის მაშინდელ გენერალურ დირექტორ ბიძინა ბარათაშვილს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა იარაღი მიადო და უთხრა, რომ შუბლს გაუხვრეტდა. აღნიშნული მუქარა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ბარათაშვილმა მოითხოვა სამართლებრივი დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე მოხდა ტელევიზიის დარბევა. მისივე თქმით, აღნიშნული მუქარა მას სამჯერ გაუმეორეს და საჭიროების შემთხვევაში ის ამოიცნობს იმ ადამიანს, ვინც დაემუქრა.